მოსწავლეთა თვითმმართველობამ და მეათე კლასმა მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასების მოსწავლეებს წარუდგინა და გაუმზადა შემეცნებითი პრეზენტაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
პრეზენტაცია მოიცავდა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებს, როგორიცაა:
🔹 ნიკოტინსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულება
🔹 სოციალური ქსელების გავლენა
🔹 ძილის მნიშვნელობა
🔹 ემოციებისა და სტრესის მართვა
🔹 ფიზიკური ვარჯიშის მნიშვნელობა
🔹 სწორი კვება
🔹 სკოლისა და საზოგადოების როლი მოზარდის განვითარებაში
🔹 როგორ აისახება გარემო და ცხოვრების წესი ემბრიონის განვითარებაზე
პრეზენტაციის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა დასვეს ბევრი საინტერესო კითხვა, გაიმართა აქტიური განხილვა და ყველამ ერთად მივიღეთ მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაცია.
შპს. განათლება სკოლა იმედი - მოსწავლეთა თვითმმართველობა
შპს. განათლება სკოლა იმედი - მოსწავლეთა თვითმმართველობა
მე-10 კლასისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, მე-4 და მე-5 კლასებში ჩატარდა სახალისო და შემეცნებითი ინგლისურის გაკვეთილები 🇬🇧✨
მოსწავლეებთან ერთად შევასრულეთ საინტერესო აქტივობები, ვითამაშეთ შემეცნებითი თამაშები, ვისწავლეთ ახალი სიტყვები და ფრაზები, ასევე გავაუმჯობესეთ ინგლისურად საუბრის უნარები 📚🗣️
გაკვეთილები სავსე იყო პოზიტიური ემოციებით, აქტიურობითა და ახალი ცოდნით ❤️
მადლობა თითოეულ მოსწავლეს ასეთი დიდი ინტერესისა და ჩართულობისთვის!
19 მაისს ჩვენი სკოლის დირექტორს დაბადების დღე განსაკუთრებულად მივულოცეთ 💐
მოსწავლეებმა სიურპრიზი მოვუწყეთ და სიყვარულით სავსე, მისი საყვარელი ყვავილებით გაფორმებული დერეფანი დავახვედრეთ 🌷✨
ემოციებით სავსე დღე იყო — ღიმილი, თბილი სიტყვები და ბედნიერი მომენტები, რომლებიც ყველას დაგვამახსოვრდება ❤️
ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებასა და კიდევ ბევრ ბედნიერ წელს ჩვენი სკოლის ოჯახთან ერთად! 🎉
18/05/2026
📚 დღეს თვითმმართველობის პრეზიდენტთან ერთად ძალიან თბილი და საინტერესო დღე გავატარეთ პირველ, მეორე და მეოთხე კლასელებთან.
პირველ და მეორე კლასებთან ერთად წავიკითხეთ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, ვისაუბრეთ მათ მნიშვნელობაზე და ერთად ვიმოგზაურეთ წიგნების სამყაროში.
მეოთხე კლასელებს წავუკითხეთ „შვლის ნუკრის ნაამბობი“, რომელმაც ბავშვებში დიდი ინტერესი და ემოციები გამოიწვია.
📖 შეხვედრა მხოლოდ კითხვით არ შემოიფარგლა — ჩავატარეთ სახალისო აქტივობები, ვისწავლეთ ბევრი ახალი სიტყვა და ერთად შევქმენით ძალიან კარგი და მეგობრული გარემო.
❤️ ბავშვებთან გატარებული დრო ყოველთვის განსაკუთრებულია!
29/04/2026
30/03/2026
სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით,
4-, 6- და 7-ე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაცია დაუნის სინდრომის შესახებ. შეხვედრა იყო ინფორმაციული და მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას, განსხვავებულობის მიღებასა და თანაგრძნობის განვითარებას.
🧦
პრეზენტაციის განმავლობაში მოსწავლეებს მიეწოდათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გაიმართა აქტიური განხილვა და დაისვა არაერთი საინტერესო კითხვა, რამაც შეხვედრა კიდევ უფრო ინტერაქციული და საინტერესო გახადა.
განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო 4-ე კლასის აქტივობა - პატარებმა გააფერადეს წინდები, რაც სიმბოლურად გამოხატავს მხარდაჭერას და მრავალფეროვნების მიღებას.
25/03/2026
“ორი დღე დირექტორის სავარძელში” - როდესაც სკოლას მოსწავლეები მართავენ!
მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა აქტივობა “მოსწავლეები მართავენ სკოლას”
სკოლის დერეფნებში ჩვეულებრივზე მეტი ენთუზიაზმი და საქმიანი ფაციფაცი იგრძნობოდა.
პროექტის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულმა მოსწავლეებმა დირექტორის, მოადგილეებისა და ადმინისტრაციის სხვა წევრების როლები მოირგეს. ფორმალურ სამოსში გამოწყობილი “ახალი ხელმძღვანელები” დილიდანვე შეუდგნენ საქმეს:
• “ახალი დირექტორი” პირადად აკონტროლებდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობას და ხვდებოდა “თანამშრომლებს” სხვადასხვა საკითხის მოსაგვარებლად.
• “მოადგილეები” ზრუნავდნენ გაკვეთილების ცხრილის სიზუსტესა და სკოლაში წესრიგის დაცვაზე.
• სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა კი მასწავლებლის ამპულაშიც გამოსცადეს თავი და თანატოლებს გაკვეთილები ჩაუტარეს.
“ ეს არ იყო მხოლოდ თამაში. ჩვენ დავინახეთ, თუ რა მასშტაბის პასუხისმგებლობაა სკოლის მართვა. ყველაზე რთული გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება აღმოჩნდა” - აღნიშნა თვითმმართველობის პრეზიდენტმა, რომელიც დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.
აქტივობის მიზანი მოსწავლეები ლიდერული უნარების განვითარება, პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება და სასკოლო საზოგადოების ერთიანობის გაძლიერება იყო. დღის ბოლის “დროებითმა ადმინისტრაციამ” ნამდვილ დირექციასთან შეაჯამა შედეგები. მსგავსი ინიციატივები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მოსწავლეების ხმა და მათი ჩართულობა სკოლუს ცხოვრებაში გადამწყვეტია.
მოგესალმებათ შპს განათლება სკოლა იმედის მოსწავლეთა თვითმმართველობა!❤️
ჩვენ, 2026-2027 სასწავლო წელში გპირდებით ბევრ სახალისო და შემეცნებით აქტივობასა და პროექტს!🤩
მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები:
მე-10 კლასის მოსწავლე ნია დავითაძე
მე-11 კლასის მოსწავლე მალვინა სურმანიძე
მე-11 კლასის მოსწავლე მაგდა ზოსიძე
მე-10კლასის მოსწავლე ანასტასია მელიქიშვილი
მე-9 კლასის მოსწავლე ლაურა ბერიძე
მე-8 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ მარკოიძე
მე-7 კლასის მოსწავლე ნინი გოგია.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Website
Address
Batumi