შპს განათლება სკოლა იმედი - მოსწავლეთა თვითმმართველობა

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • შპს განათლება სკოლა იმედი - მოსწავლეთა თვითმმართველობა

შპს განათლება სკოლა იმედი - მოსწავლეთა თვითმმართველობა შპს განათლება სკოლა იმედი - მოსწავლეთა თვითმმართველობა

10/06/2026

მიკროფონს გადავცემ…

06/06/2026

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ჩვენი სკოლის თვითმმართველობისა და მეათე კლასის ორგანიზებით გაიმართა ღია კონფერენცია — ესეების კონკურსი 7-11 კლასის მოსწავლეებისთვის.

კონკურსის თემა იყო: „ძალა განათლებაშია“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო და მრავალფეროვანი ნაშრომები, გამოხატეს საკუთარი ხედვები განათლების მნიშვნელობისა და ქვეყნის განვითარების პროცესში მისი როლის შესახებ.

კონფერენციას ესწრებოდნენ მშობლები, პედაგოგები და სკოლის დირექტორი, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა და საზეიმო განწყობა შესძინა.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ანასტასია მელიქიშვილი, პრესსამსახურის წარმომადგენელი — ნია დავითაძე, ხოლო ხელმძღვანელი — მაია შაინიძე. მასპინძლობა იტვირთეს მეათე კლასის მოსწავლეებმა და სკოლის თვითმმართველობამ.

მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის. თითოეულ მათგანს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი.

ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გვჯერა, რომ სწორედ განათლებაა ის ძალა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს ქმნის.

23/05/2026

მოსწავლეთა თვითმმართველობამ და მეათე კლასმა მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასების მოსწავლეებს წარუდგინა და გაუმზადა შემეცნებითი პრეზენტაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.

პრეზენტაცია მოიცავდა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებს, როგორიცაა:
🔹 ნიკოტინსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულება
🔹 სოციალური ქსელების გავლენა
🔹 ძილის მნიშვნელობა
🔹 ემოციებისა და სტრესის მართვა
🔹 ფიზიკური ვარჯიშის მნიშვნელობა
🔹 სწორი კვება
🔹 სკოლისა და საზოგადოების როლი მოზარდის განვითარებაში
🔹 როგორ აისახება გარემო და ცხოვრების წესი ემბრიონის განვითარებაზე

პრეზენტაციის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა დასვეს ბევრი საინტერესო კითხვა, გაიმართა აქტიური განხილვა და ყველამ ერთად მივიღეთ მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაცია.

21/05/2026

მე-10 კლასისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, მე-4 და მე-5 კლასებში ჩატარდა სახალისო და შემეცნებითი ინგლისურის გაკვეთილები 🇬🇧✨

მოსწავლეებთან ერთად შევასრულეთ საინტერესო აქტივობები, ვითამაშეთ შემეცნებითი თამაშები, ვისწავლეთ ახალი სიტყვები და ფრაზები, ასევე გავაუმჯობესეთ ინგლისურად საუბრის უნარები 📚🗣️

გაკვეთილები სავსე იყო პოზიტიური ემოციებით, აქტიურობითა და ახალი ცოდნით ❤️
მადლობა თითოეულ მოსწავლეს ასეთი დიდი ინტერესისა და ჩართულობისთვის!

21/05/2026

19 მაისს ჩვენი სკოლის დირექტორს დაბადების დღე განსაკუთრებულად მივულოცეთ 💐
მოსწავლეებმა სიურპრიზი მოვუწყეთ და სიყვარულით სავსე, მისი საყვარელი ყვავილებით გაფორმებული დერეფანი დავახვედრეთ 🌷✨

ემოციებით სავსე დღე იყო — ღიმილი, თბილი სიტყვები და ბედნიერი მომენტები, რომლებიც ყველას დაგვამახსოვრდება ❤️
ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებასა და კიდევ ბევრ ბედნიერ წელს ჩვენი სკოლის ოჯახთან ერთად! 🎉

📚 დღეს თვითმმართველობის პრეზიდენტთან ერთად ძალიან თბილი და საინტერესო დღე გავატარეთ პირველ, მეორე და მეოთხე კლასელებთან....
18/05/2026

📚 დღეს თვითმმართველობის პრეზიდენტთან ერთად ძალიან თბილი და საინტერესო დღე გავატარეთ პირველ, მეორე და მეოთხე კლასელებთან.

პირველ და მეორე კლასებთან ერთად წავიკითხეთ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, ვისაუბრეთ მათ მნიშვნელობაზე და ერთად ვიმოგზაურეთ წიგნების სამყაროში.

მეოთხე კლასელებს წავუკითხეთ „შვლის ნუკრის ნაამბობი“, რომელმაც ბავშვებში დიდი ინტერესი და ემოციები გამოიწვია.

📖 შეხვედრა მხოლოდ კითხვით არ შემოიფარგლა — ჩავატარეთ სახალისო აქტივობები, ვისწავლეთ ბევრი ახალი სიტყვა და ერთად შევქმენით ძალიან კარგი და მეგობრული გარემო.

❤️ ბავშვებთან გატარებული დრო ყოველთვის განსაკუთრებულია!

29/04/2026
სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, 4-, 6- და 7-ე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაცია და...
30/03/2026

სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით,
4-, 6- და 7-ე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაცია დაუნის სინდრომის შესახებ. შეხვედრა იყო ინფორმაციული და მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას, განსხვავებულობის მიღებასა და თანაგრძნობის განვითარებას.
🧦
პრეზენტაციის განმავლობაში მოსწავლეებს მიეწოდათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გაიმართა აქტიური განხილვა და დაისვა არაერთი საინტერესო კითხვა, რამაც შეხვედრა კიდევ უფრო ინტერაქციული და საინტერესო გახადა.
განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო 4-ე კლასის აქტივობა - პატარებმა გააფერადეს წინდები, რაც სიმბოლურად გამოხატავს მხარდაჭერას და მრავალფეროვნების მიღებას.

“ორი დღე დირექტორის სავარძელში” - როდესაც სკოლას მოსწავლეები მართავენ! მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით სკოლაში ჩ...
25/03/2026

“ორი დღე დირექტორის სავარძელში” - როდესაც სკოლას მოსწავლეები მართავენ!
მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა აქტივობა “მოსწავლეები მართავენ სკოლას”
სკოლის დერეფნებში ჩვეულებრივზე მეტი ენთუზიაზმი და საქმიანი ფაციფაცი იგრძნობოდა.
პროექტის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულმა მოსწავლეებმა დირექტორის, მოადგილეებისა და ადმინისტრაციის სხვა წევრების როლები მოირგეს. ფორმალურ სამოსში გამოწყობილი “ახალი ხელმძღვანელები” დილიდანვე შეუდგნენ საქმეს:
• “ახალი დირექტორი” პირადად აკონტროლებდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობას და ხვდებოდა “თანამშრომლებს” სხვადასხვა საკითხის მოსაგვარებლად.
• “მოადგილეები” ზრუნავდნენ გაკვეთილების ცხრილის სიზუსტესა და სკოლაში წესრიგის დაცვაზე.
• სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა კი მასწავლებლის ამპულაშიც გამოსცადეს თავი და თანატოლებს გაკვეთილები ჩაუტარეს.
“ ეს არ იყო მხოლოდ თამაში. ჩვენ დავინახეთ, თუ რა მასშტაბის პასუხისმგებლობაა სკოლის მართვა. ყველაზე რთული გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება აღმოჩნდა” - აღნიშნა თვითმმართველობის პრეზიდენტმა, რომელიც დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.
აქტივობის მიზანი მოსწავლეები ლიდერული უნარების განვითარება, პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება და სასკოლო საზოგადოების ერთიანობის გაძლიერება იყო. დღის ბოლის “დროებითმა ადმინისტრაციამ” ნამდვილ დირექციასთან შეაჯამა შედეგები. მსგავსი ინიციატივები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მოსწავლეების ხმა და მათი ჩართულობა სკოლუს ცხოვრებაში გადამწყვეტია.

Address

გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა N103
Batumi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შპს განათლება სკოლა იმედი - მოსწავლეთა თვითმმართველობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category