გელოდებით ყველას🙌🏻
იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი ბათუმი
განათლება - საგანძურია, შრომა კი - მისი გასაღები.
პირველი და ერთადერთი იაპონური საგანმანათლებლო ცენტრი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სახელწოდებით „იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი ბათუმი“.
ცენტრი წარმოადგენს სიახლეს აჭარის რეგიონისათვის და შესაძლებლობას აჭარაში მცხოვრები იაპონური ენითა და კულტურით დაინტერესებულ პირთათვის, მიიღონ სიღრმისეული ცოდნა ( იაპონურ ენაში, კულტურაში, ლიტერატურაში, ისტორიაში, ხელოვნებაში, სპორტში), სრუფლასოვნად შეისწავლ
10/07/2026
გველოდება განსაკუთრებული, უპრეცედენტო და დასამახსოვრებელი ქართულ-იაპონური კულტურული ღონისძიება. იაპონური კულტურის ფესტივალი აჭარაში🇯🇵❤️🇬🇪
25/06/2026
🎂 გილოცავთ დაბადების დღეს, ლაშა სენსეი! 🌸
იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი ბათუმი მთელი გულით ულოცავს ჩვენს საყვარელ მასწავლებელს, მეგობარსა და მეგზურს ამ საოცარ სამყაროში❤️
ლაშა სენსეის! ⛩️
„სენსეი“ (先生) იაპონურად ნიშნავს მას, ვინც ცხოვრების გზაზე წინ უსწრებს სხვებს და გზას უნათებს მათ💡🏮🕯️
თქვენ ზუსტად ასეთი წინამძღოლი ხართ თითოეული ჩვენგანისთვის. თქვენი დაუღალავი შრომით, მოთმინებითა და ამომავალი მზის ქვეყნისადმი უსაზღვრო სიყვარულით, ბათუმში შექმენით პატარა, ჯადოსნური იაპონია, სადაც ეს საოცარი კულტურა ყოველდღიურად ცოცხლდება.
🎋 ჩვენი გულწრფელი სურვილები სენსეის:
🗻 დღეგრძელობა და სიმტკიცე, ისეთივე მყარი და მარადიული, როგორიც მთა ფუჯია.
🔥 შემოქმედებითი ენერგია, რათა კიდევ უამრავ სტუდენტს აუნთოთ თვალები და შეაყვაროთ ეს ულამაზესი ენა.
🕊️ ბედნიერება და ჰარმონია (和 - Wa) თქვენს ცხოვრებაში, სულსა და ოჯახში.
გმადლობთ იმ ცოდნისთვის, სითბოსთვის და უშრეტი მოტივაციისთვის, რომელსაც ყოველდღიურად გვიზიარებთ. თქვენი დამსახურებით, იაპონური სამყარო ჩვენთვის არა მხოლოდ სასწავლო საგანი, არამედ დიდი, ყოველდღიური შთაგონება გახდა.💪
თქვენს საპატივცემულოდ, ყველამ ერთად, იაპონურად ვიტყვით:
🇯🇵 お誕生日おめでとうございます! 🎉
(Otanjoubi omedetou gozaimasu! გილოცავთ დაბადების დღეს!)
დიდი პატივისცემითა და სიყვარულით,
იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი ბათუმის გუნდი და სტუდენტები 🇯🇵🤝🇬🇪
24/06/2026
ჩვენი სტუდენტები უკვე ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტში, მაედა სენსეისთან ერთად იმყოფებიან 🙏
მათ უკვე გადადგეს პირველი მნიშვნელოვანი და თავდაჯერებული ნაბიჯები აჭარისა და სრულიად საქართველოს ღირსეულად წარმოსაჩენად ❤️
ვუსურვებთ მათ დიდ წარმატებებს ამ მნიშვნელოვან გზაზე და გულითად მადლობას ვუხდით ყველას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის 🙏
ტოკიოში, ხულოელების და ზოგადად აჭარის კულტურის საპატივსაცემოდ, იაპონელები სცენაზე აცოცხლებენ ქართულ მოძრაობებს, ენერგიას და სულს❤️
მათი შესრულება არ არის უბრალოდ ცეკვა, არამედ ეს არის გულით ნასწავლი და სიყვარულით გადმოცემული ქართული იდენტობა, რომელიც საზღვრებს სცდება.
🇯🇵❤️🇬🇪
21/06/2026
გულით აღფრთოვანებული, სიხარულით სავსე და განსაკუთრებული ემოციით მინდა გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი და სასიხარულო ინფორმაცია🙏❤️
ისტორიაში პირველად, საქართველოდან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იაპონიაში სწორედ აჭარის რეგიონიდან სტუდენტები მიემგზავრებიან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ კუთხის მნიშვნელოვან როლს განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაში.
ეს ჩვენთვის დიდი სიამაყეა ❤️
ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა განხორციელდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე🤝🙏
ეს არის ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი დასაწყისი და წარმატებული ნაბიჯი საქართველოსა და იაპონიას შორის საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით✊
მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U-ს სრულყოფილი მხარდაჭერისთვის 🙇♂️როგორც ფინანსური, ისე ორგანიზაციული თვალსაზრისით. ასევე გულწრფელ მადლობას ვუხდი ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი • Youth Regional Center-ს გაწეული თანადგომისთვის.🙏
ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს წარმატებებს ამ მნიშვნელოვან გზაზე. დარწმუნებული ვარ, მათი გამოცდილება და მიღწევები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის განვითარებაში.
🙏🏻✊🏻🇬🇪🇯🇵❤️
14/06/2026
12/06/2026
ჩვენი ცენტრი გულითადად ულოცავს ამ დიდ წარმატებას ელენე კურტანიძეს🙏
ელენე ჩვენი სტუდენტი იყო, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებითა და მრავალმხრივი უნარებით. ასევე არის ძალიან კეთილშობილი, თავმდავალი და შეუპოვარი და მებრძოლი. სწორედ ამ ნიჭისა და შრომის შედეგად მოიპოვა ეს მნიშვნელოვანი ჯილდო თავის სფეროში✅
მისი წარმატება დაკავშირებულია საერთაშორისო ფესტივალთან: GOLDEN FEMI FILM FESTIVAL 2026, რომელიც ტარდება ბულგარეთში და იმართება ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის, ილიანა იოტოვას ოფიციალური მხარდაჭერით. აღნიშნული ფესტივალი წარმოადგენს მსოფლიო კინოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორები, პროდიუსერები და კინოს სფეროს წარმომადგენლები.
ფესტივალი მონაწილეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, წარადგინონ საკუთარი ნამუშევრები, შეხვდნენ საერთაშორისო პროფესიონალებს, გაიზიარონ გამოცდილება და შექმნან ახალი იდეები და თანამშრომლობები.
ჩვენ ვამაყობთ ელენეს მიღწევებით და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მომავალში! ✨
03/06/2026
Vacancy Announcement – External Grant Consultant | Embassy of Japan in Georgia 本ホームページは「JavaScript」が使われております。「JavaScript」をONにしてご利用ください。
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Website
Address
Batumi
6000
Opening Hours
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |
| Saturday | 09:00 - 18:00 |