აზრის აკადემია

აზრის აკადემია Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from აზრის აკადემია, Educational consultant, ქეთევან წამებულის 41, Batumi.

ჩაი'წერე - ☕️✍️
​აზრის აკადემია 🧠

​🎓 ქართული ენა და ლიტერატურა აბიტურიენტებისთვის
✏️ ტექსტების წერა
🎬 ფილმების განხილვა
​მყუდრო გარემო შენი პიროვნული ზრდისთვის.
ეს არის ინტელექტუალური თავგადასავალი! ✨

30/07/2026

აზრის აკადემია: როლების

როტაცია, „NEWS-ის" მიკროფონები

და მოსწავლეთა

ექსპრომტ-ინტერვიუ

არაფორმალური გარემო,

თავისუფალი აზროვნება და

საუკეთესო განწყობა.

28/05/2026

ლოგიკური აზროვნების

გამოწვევა ,,აზრის აკადემიაში"

☕️✍️აქტივობა, რომელიც

მეტყველებას ავითარებს🪄👩‍🎓🧑‍🎓

18/04/2026

ჩაი☕️წერე✍️ - ​თეთრი ფურცელი პირველი კადრია... 📽️
​სცენარის წერა საკუთარ თავსა და სამყაროზე დაკვირვებაა. ეს არის მომენტი, როცა წერტილებსა და მძიმეებს შორის სიცოცხლე იწყება. ჩვენთან წერა მხოლოდ ტექნიკა არ არის, ეს არის გზა საკუთარი ხმის საპოვნელად.
​გადმოიტანე შენი ამბავი ფურცელზე. გააცოცხლე ის, რაც მნიშვნელოვანია.
​☕️✍️

11/04/2026

☕️✍️ - იდეა ჩნდება იქ, სადაც ფიქრი
იწყება.
გელოდებით „აზრის აკადემიაში“, აქ, სადაც ფიქრი ყველაზე საინტერესო მოგზაურობაა. #აზრისაკადემია #განათლება

08/04/2026

ყველაზე რთული მაინც პირველი
ფურცელია... წერას არ აქვს კონკრეტული ადგილი და არც იდეალურ მომენტს ელოდება. ის მაშინ იწყება, როცა საკუთარ თავს უსმენ — კიბეზე ჯდომისას, ფინჯან ჩაისთან თუ ძველი წიგნების გარემოცვაში. მთავარია, უბრალოდ დაიწყო.
შემოგვიერთდი და ჩაი☕️წერე✍️

08/04/2026

✍️ ტექსტის წერის კურსი | აზრის აკადემია
​ფიქრობ, მაგრამ ვერ წერ? ✍️✨
​ყველაზე რთული პირველი წინადადების დაწერაა. სწორედ ამიტომ, „ჩაი-წერეს“ ტექსტის წერის კურსი მოსწავლეებს ეხმარება ბარიერების გადალახვასა და აზრებისგან ნამდვილი ისტორიების შექმნაში.

​
​რას მოიცავს კურსი?
​🧩 აზრის ჩამოყალიბებას: როგორ დავალაგოთ ქაოსური ფიქრები ლოგიკურ ისტორიად.
​📖 ტექსტის სტრუქტურას:
შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა — როგორ ავაგოთ ტექსტი სწორად.
​🎭 სტილისა და ჟანრების მრავალფეროვნებას:
ვისწავლით სხვადასხვა ჟანრის თავისებურებებს და საკუთარ ძალებს განოვცდით ყველგან.
​🖋️ ინდივიდუალური სტილის ძიებას: ვმუშაობთ იმაზე, რომ შენი ნაწერი შენსავე უნიკალურ სტილს ჰგავდეს.
​🎯 ენობრივ სიზუსტეს: როგორ ვწეროთ გამართულად, სტილისტური ხარვეზების გარეშე.
​✂️ რედაქტირების ხელოვნებას: როგორ დავხვეწოთ და ვაქციოთ „შავი მასალა“ სრულყოფილ ტექსტად.
​ეს კურსი ეხმარება მოსწავლეს, დაუმეგობრდეს ფურცელსა და კალამს, აღმოაჩინოს ნიჭი და წეროს თავდაჯერებულად.
​
​📩 დაინტერესდი? მოგვწერე პირად შეტყობინებაში და გიამბობთ დეტალებს.
​ჩაი-წერე — როცა სწავლა ფიქრით იწყება. ☕️✍️
#ჩაიწერე #აზრისაკადემია

29/03/2026

ჩაი☕️წერე✍️ - მეთოდი, რომელიც ყველა ბავშვს აამეტყველებს
#აზრისაკადემია #წერისხელოვნება #ბათუმი

29/03/2026

ჩაი☕️წერე✍️ - ეს ტვისტები უნდა იცოდე☺️
#ბათუმი #წერისხელოვნება #აზრისაკადემია

21/03/2026

როგორ ვასწავლოთ მოზარდებს რთული თემების გააზრება?
​კინოხელოვნება ჩვენთვის მხოლოდ სანახაობა არ არის — ეს რეფლექსიის სივრცეა. „თავისუფლების ხმის“ ნახვის შემდეგ, სტუდიაში ნამდვილი ინტელექტუალური თავგადასავალი გვქონდა.
​ჩვენ აქ ფილმს ფიქრად ვაქცევთ.
​აქტივობების, ბარათებისა და დისკუსიის მეშვეობით ვცდილობთ, ეკრანზე ნანახი ტრაგედია ცოდნად, პასუხისმგებლობად და საკუთარ პოზიციად გარდავსახოთ. აქ კინო მაშინ იწყება, როცა სინათლე ინთება.
​შემოგვიერთდით ,,აზრის აკადემიაში"! 📽️🧠
​ #აზრისაკადემია #კრიტიკულიაზროვნება #კინოკლუბი #განათლება

10/03/2026

#ჩაიწერე #აზრისაკადემია #ბათუმი #წერისხელოვნება

Address

ქეთევან წამებულის 41
Batumi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აზრის აკადემია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share