მოსწავლეთა თვითმმართველობა/Student self-government

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • მოსწავლეთა თვითმმართველობა/Student self-government

მოსწავლეთა თვითმმართველობა/Student self-government სსიპ ქალაქ ბათუმის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა.
თავმჯდომარე: ლუკა ჯოჯუა

28/05/2026

🌿 ერთი დღე ბუნებასთან, რომელიც დიდხანს დაგვამახსოვრდება 💚

27 მაისი, ეკო კლუბი მტირალაზე❤️💚

🌿 2026 წლის 27 მაისს, სსიპ ქალაქ ბათუმის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ფარგლებში არსებული ეკო კლუბის ინი...
28/05/2026

🌿 2026 წლის 27 მაისს, სსიპ ქალაქ ბათუმის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ფარგლებში არსებული ეკო კლუბის ინიციატივით, ეკო კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ხელმძღვანელის, პროექტის ავტორისა და ორგანიზატორის - ლუკა ჯოჯუას ხელმძღვანელობით, მტირალას ეროვნული პარკი-ში განხორციელდა შემეცნებითი ლაშქრობა.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნებრივი გარემოს მნიშვნელობის გააზრება და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა.

ლაშქრობის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ეროვნული პარკის ეკოსისტემას, ბიომრავალფეროვნებასა და გარემოს დაცვის მნიშვნელობას. ასევე ჩატარდა სხვადასხვა შემეცნებითი და ეკოლოგიური აქტივობა, რამაც ხელი შეუწყო მონაწილეთა გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის უნარების განვითარებას.

სსიპ ქალაქ ბათუმის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, პედაგოგსა და მხარდამჭერს აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისათვის.

განსაკუთრებული მადლობა ეკო კლუბის ხელმძღვანელს - ნონა ევგენიძეს, ასევე ზედამხედველ პედაგოგებს - მერი ვერძაძესა და ზეინაბ ქოქოლაძეს.

პროექტის ხელმძღვანელი:
ლუკა ჯოჯუა

@

21/05/2026

💚 გარემოს დაცვა იწყება ჩვენით 🌍

🤝 დღევანდელი აქტივობიდან საუკეთესო მომენტები ✨

🌿 ბათუმის  #30 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დღეს ჩვენს სკოლაში გაიმართა საინტე...
21/05/2026

🌿 ბათუმის #30 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დღეს ჩვენს სკოლაში გაიმართა საინტერესო და ინტერაქციული შეხვედრა გარემოს დაცვის თემაზე 🌍♻️

Batumi American Corner-ის Eco Club-ის მოხალისე ლიდერებმა - ელენემ და თამარმა - უფროსკლასელებისთვის ჩაატარეს პრეზენტაცია, დისკუსია და სახალისო აქტივობები 💚
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა თემატური ვიქტორინაც, რომლის გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ 🎁

მოსწავლეთა აქტიურობამ და ჩართულობამ შეხვედრა კიდევ უფრო საინტერესო და დასამახსოვრებელი გახადა ✨

მადლობას ვუხდით Batumi American Corner-ის გუნდს თანამშრომლობისთვის, ხოლო სკოლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის 🤝

მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე
ლუკა ჯოჯუა ❤️

📢 დებატების შედეგებისსიპ ქალაქ ბათუმის N30 საჯარო სკოლაში გაიმართა მორიგი დებატები თემაზე:„ნიშნები განსაზღვრავს თუ არა მ...
06/05/2026

📢 დებატების შედეგები

სსიპ ქალაქ ბათუმის N30 საჯარო სკოლაში გაიმართა მორიგი დებატები თემაზე:
„ნიშნები განსაზღვრავს თუ არა მოსწავლის რეალურ შესაძლებლობებს?“

🔹 გამარჯვება მოიპოვა უარყოფითმა გუნდმა

🔹 მსაჯების გადაწყვეტილებით, საუკეთესო მოდებატეებად დასახელდნენ:

• ნინი ბარამიძე
• ელისაბედ ბერიძე

გილოცავთ ყველა მონაწილეს საინტერესო, არგუმენტირებული და აქტიური დებატებისთვის! 👏

სსიპ ქალაქ ბათუმის N30 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ ლუკა ჯოჯუამ, რომელიც ამავე დროს არის წით...
23/03/2026

სსიპ ქალაქ ბათუმის N30 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ ლუკა ჯოჯუამ, რომელიც ამავე დროს არის წითელი ჯვრის ელჩი, ელჩობის ფარგლებში 19 მარტს მე-6 კლასის მოსწავლეებთან გამართა შეხვედრა თემაზე - კლიმატის ცვლილებები. ტრენინგს ერთობლივად ატარებდნენ ლუკა ჯოჯუა და „ნორჩი ეკო კლუბის“ წევრი ლიზი ქოქოლაძე.

შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე, მის შედეგებსა და იმ საფრთხეებზე, რომლებიც გლობალურ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას ემუქრება. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სათბურის ეფექტის, გლობალური დათბობისა და გარემოს დაბინძურების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყოველდღიურ ქმედებებს, რომლითაც თითოეულ ადამიანს შეუძლია წვლილი შეიტანოს გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებების შემცირებაში.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რაც მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას და თემის უკეთ გააზრებას უწყობდა ხელს. მათ გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, დასვეს საინტერესო კითხვები და ერთად იმსჯელეს შესაძლო გამოსავლებზე.

მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი და ინფორმირებული თაობის ჩამოყალიბებაში, რაც მდგრადი მომავლის შექმნის საფუძველს წარმოადგენს.

📢 18 მარტს გაიმართა დებატ კლუბის მორიგი შეხვედრასსიპ ქალაქ ბათუმის N30 საჯარო სკოლაში გაიმართა დებატ კლუბის მორიგი შეხვე...
23/03/2026

📢 18 მარტს გაიმართა დებატ კლუბის მორიგი შეხვედრა

სსიპ ქალაქ ბათუმის N30 საჯარო სკოლაში გაიმართა დებატ კლუბის მორიგი შეხვედრა თემაზე: „საზოგადოება რას იტყვის?“ - რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი და რა გავლენას ახდენს იგი ადამიანის გადაწყვეტილებებსა და ქცევაზე.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს საზოგადოების გავლენაზე, პიროვნულ თავისუფლებასა და ინდივიდუალური აზრის მნიშვნელობაზე. დისკუსია იყო აქტიური, მრავალმხრივი და საინტერესო, მონაწილეებმა წარმოადგინეს არგუმენტები როგორც მხარდამჭერი, ისე უარყოფითი პოზიციიდან.

🏆 დებატების შედეგად გამარჯვება მოიპოვა უარყოფითმა მხარემ, რომელმაც უკეთ დაასაბუთა, რომ საზოგადოების აზრი ყოველთვის არ უნდა იყოს გადამწყვეტი და ინდივიდუალური გადაწყვეტილებები ხშირად უფრო მნიშვნელოვანია.

დებატ კლუბს ხელმძღვანელობენ:
👤 მოსწავლე ლუკა ჯოჯუა
👩‍🏫 პედაგოგი ზეინაბ ქოქოლაძე

კლუბი აგრძელებს აქტიურ მუშაობას და მომავალშიც გეგმავს საინტერესო თემებზე დისკუსიების გამართვას.

მოსწავლეთა თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოხატავს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II-ის გარდაცვალების გამო.გულწ...
17/03/2026

მოსწავლეთა თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოხატავს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II-ის გარდაცვალების გამო.

გულწრფელად უსამძიმრებთ საქართველოს კათოლიკე ეკლესიას, მის სასულიერო პირებს, მრევლსა და თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, ვინც განიცდის ამ უდიდესი სულიერი პიროვნების დაკარგვას.

ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა ყველას, ვინც სულიერად განიცდის ამ მძიმე დანაკარგს.

ამ რთულ პერიოდში ვუსურვებთ სიმტკიცეს, სულიერ ძალასა და გამძლეობას მთელი საქართველოს მასშტაბით.

მოსწავლეთა თვითმმართველობა

Address

გონიო
Batumi
6010

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მოსწავლეთა თვითმმართველობა/Student self-government posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category