01/08/2025
🌞 მზიანეთის საზაფხულო სკოლის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა! 🌞
ჩვენი მიზანი იყო გვეჩუქებინა ნამდვილი ზაფხული ბავშვებისთვის ტელეფონების გარეშე, მეგობრობით და ბედნიერებით სავსე, რასაც ნამდვილად მივაღწიეთ! 💛
📆 ყოველი დღე ჩვენთან ლამაზი თავგადასავალი იყო, სავსე შემოქმედებითი აქტივობებით, სახალისო თამაშებითა და დაუვიწყარი მომენტებით.
ყველაფერი დაგეგმილი იყო თითოეული ბავშვის უნარებისა და სურვილების მიხედვით, რადგან ჩვენთვის მთავარი სწორედ მათი ბედნიერებაა!
👩🏫 მზიანეთის გუნდი ზრუნავდა, როგორც ბავშვების განვითარებაზე, ასევე მათი გულების გახარებაზეც, რადგან მათი გაბრწყინებული თვალები ჩვენთვის ყველაზე დიდი წარმატებაა! 🌟
🎖️ მზიანეთის სიგელები ჩვენს ვარსკვლავებს!
ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელი მადლობის ნიშნად, შემოქმედებითობისთვის, მეგობრობისთვის და აქტიური ჩართულობისთვის.
ეს არის თბილი მოგონება, რომელიც ყოველთვის გაახსენებთ მათ, როგორი ნათელი და ბედნიერი ზაფხული გავატარეთ ერთად!❤️☀️
✨ ჩვენი უსაყვარლესი პატარები ნამდვილად ძალიან ნიჭიერები არიან და მათ წინ უდიდესი მომავალი ელით!🎉❤️
🎉 გიზიარებთ ჩვენი საფინალო ზეიმის მომენტებს და ჩვენი პატარების შთაბეჭდილებებს, ჩვენ კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე!
სიყვარულით, თქვენი მზიანეთი ☀️💛💛