13/12/2025
„მოგზაურობა მედიის ისტორიაში — პირველყოფილი ადამიანიდან თანამედროვე ტექნოლოგიებამდე“
IV კლასში განვიხილეთ თემა: „მედია და ინფორმაცია“.
მოსწავლეებს დამატებით მივაწოდე ინფორმაცია ინფორმაციის გადაცემის ევოლუციაზე და მოვუმზადე პრეზენტაცია, ვიდეომასალებით გამდიდრებული.
🎞️ ერთად გავიარეთ გზა პირველყოფილი ადამიანიდან დღევანდელ ტექნოლოგიებამდე —
ვიხილეთ, როგორ ურთიერთობდნენ ადამიანები თავდაპირველად ჟესტებით,
როგორ ისწავლეს მეტყველება, როგორ იგზავნებოდა ინფორმაცია შიკრიკებით,
როგორ იქმნებოდა ნახატები გამოქვაბულებში, ქვასა და თიხაზე,
როგორ დაწერეს ცხოველის ტყავზე და შემდეგ — ეგვიპტეში გამოგონილ პაპირუსზე.
📜 შემდეგ ვისაუბრეთ ქაღალდისა და საბეჭდი დაზგის გამოგონებაზე,
ვუყურეთ ვიდეოს ლუი დაგერის მიერ შექმნილ პირველ ფოტოაპარატზე
და ვნახეთ მსოფლიოში გადაღებული პირველი ფოტო.
📨 განსაკუთრებული ინტერესით აღიქვეს მოსწავლეებმა ის ფაქტი,
რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ინფორმაციის გადასაცემად იყენებდნენ ფოსტალიონ მტრედებს,
რაც ცხადად აჩვენებს, როგორ ეძებდნენ ადამიანები კომუნიკაციის ახალ გზებს ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე.
მოსწავლეებმა ასევე ნახეს ვიდეოები სტამბის, პირველი ტელევიზორისა და მობილური ტელეფონის გამოგონებაზე.
🔍 იმისთვის, რომ ეს ყველაფერი რეალურად დაენახათ,
ვესტუმრეთ ბათუმის ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმს,
სადაც მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს სტამბა, საჭრელი დაზგა და ძველი ფოტოაპარატები.
💡 საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილი იყო — ცოდნა, რომელიც დარჩება მათ მეხსიერებაში როგორც დროის გასაოცარი მოგზაურობა!
📚 ბათუმის №25 საჯარო სკოლა
👩🏫 მე და საზოგადოების საგანი — მასწავლებელი ქეთევან სურმანიძე