Model UN Batumi / გაეროს მოდელირება ბათუმში

Model UN Batumi  / გაეროს მოდელირება ბათუმში

Share

გაეროს მოდელირების პროექტი ბათუმში.

Photos from Georgian Youth in Art and Science • GYAS's post 14/04/2025
14/04/2025

“გაეროს მოდელირების” 2025 წლის საუკეთესო დიპლომატის წოდების მფლობელი გახდა,უკრაინის დელეგატი, ბათუმის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე - მარია წულუკიძე

ვულოცავთ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წამატებას შემდგომ სადელეგაციო საქმიანობაში! 🇺🇳

14/04/2025

“გაეროს მოდელირების” 2025 წლის საუკეთესო პოზიციის განაცხადის წოდების მფლობელი გახდა, ჩრდილოეთ კორეის დელეგატი, ბათუმის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე - ლევან რამიშვილი

ვულოცავთ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წამატებას შემდგომ სადელეგაციო საქმიანობაში! 🇺🇳

14/04/2025

“გაეროს მოდელირების” გამარჯვებული და 2025 წლის საუკეთესო დელეგატი გახდა, ამერიკის შეერთებული შტატების დელეგატი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის I კურსის სტუდენტი - ალექსანდრე მჟავანაძე. 🇺🇸

ვულოცავთ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წამატებას შემდგომ სადელეგაციო საქმიანობაში! 🇺🇳

Photos from Model UN Batumi  / გაეროს მოდელირება ბათუმში's post 14/04/2025

🌍 გაეროს მოდელირების პროექტი — წარმატებით დასრულდა!
ამ დღეების განმავლობაში ახალგაზრდებმა რეალურად მოირგეს დიპლომატიური როლები, იმსჯელეს გლობალურ გამოწვევებზე და საკუთარი ძალებით შეეცადნენ უკეთესი სამყაროს წარმოსახვა.

📌 პროექტის მთავარი მიზანი იყო მონაწილეებში კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების გაძლიერება — მიზანი, რომელიც სრულად შესრულდა.

✨ ვამაყობთ თითოეული ახალგაზრდით, ვინც საკუთარი იდეები გააზიარა, განსხვავებული თვალთახედვა მოისმინა და ერთად შექმნა სივრცე, სადაც დიალოგს აქვს ძალა.

💬 მადლობა პარტნიორ ორგანიზაციებს, მენტორებსა და მხარდამჭერებს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის.

ეს მხოლოდ დასაწყისია — ჩვენ ვაგრძელებთ მომავალ ლიდერების მხარდაჭერას. 🇺🇳

26/03/2025

🌍 გაეროს მოდელირება ბათუმში –
გახდი საერთაშორისო დიპლომატიის ნაწილი!
თუ გინდა, გაიგო როგორ მუშაობს გაერო, განვითარდე დებატებში, საჯარო გამოსვლებში და კრიტიკულ აზროვნებაში, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

🔹 რას ისწავლი?
გაეროს მუშაობის პრინციპებსა და სტრუქტურას,
საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიას,
საჯარო გამოსვლისა და დებატების ტექნიკას,
პრობლემების ანალიზსა და მოლაპარაკებების ხელოვნებას.

🔹 რა გელოდება?
✅ თემატური ტრენინგები გამოცდილ მენტორებთან
✅ სიმულაციური დებატები და დიპლომატიური მოლაპარაკებები
✅ გუნდური მუშაობა და ახალი მეგობრები
✅ სერთიფიკატი და საუკეთესო მონაწილეების დაჯილდოება

📅 რეგისტრაცია ღიაა! შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და გახდი საერთაშორისო ახალგაზრდული დიპლომატიის ნაწილი!
📌 მონაწილეობა შეუძლიათ 14–18 წლის ახალგაზრდებს, სრულიად უფასოდ.
📌 შევსების ბოლო ვადა: 4 აპრილი
📍 ადგილი: ბათუმი
👉 რეგისტრაციისთვის შეავსე ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScntb6QZD2BX-qFRWqO4Dp_whGoiRGIhTvdbj0QuXUbIXFNyw/viewform?usp=header
💡 გაქვს შეკითხვები? დაგვიკავშირდი: [email protected]
🚀 ნუ გაუშვებ შანსს – ჩაწერე შენი სახელი მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში!

Want your school to be the top-listed School/college in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address

Batumi