Phasis・ფაზისი

Phasis・ფაზისი კავკასიის ბიზნესის სკოლის ისტორიის კლუბი

22/02/2026
ისტორიას ,,შევეხეთ ხელებით'..
06/06/2025

ისტორიას ,,შევეხეთ ხელებით'..

📚✨ დღეს, 14 მაისს, კავკასიის ბიზნესის სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ საინფორმაციო შეხვედრაზე რელიგიის მუზეუმში, სადაც თ...
14/05/2025

📚✨ დღეს, 14 მაისს, კავკასიის ბიზნესის სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ საინფორმაციო შეხვედრაზე რელიგიის მუზეუმში, სადაც თამარ მეფის ხსენების დღესთან დაკავშირებით ჩატარდა საჯარო ლექცია - „თამარ მეფე ჰუმანიზმისა და ქრისტიანული მსოფლმხედველობის იდეოლოგი“.

🏛️ ლექციის ფარგლებში მოსწავლეებმა დეტალურად გაიცნეს ისტორიული ფაქტები თამარ მეფის მეფობის პერიოდიდან:
🔹 ქალის მიერ სამეფო ტახტის დაკავების პირველი შემთხვევა;
🔹 მეფის უფლებების შეზღუდვის პირველი მცდელობა და მისი დიპლომატიური გადაწყვეტა;
🔹 საგარეო და საშინაო პოლიტიკა;
🔹 თამარის ჰუმანური გადაწყვეტილებები;
🔹 მემატიანეების ცნობები მეფის პირად ცხოვრებასთან, გარდაცვალებასთან და დაკრძალვასთან დაკავშირებით.

🧠 ლექციას უძღვებოდა აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მმართველი და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - ოთარ გოგოლიშვილი.

#კავკასიისბიზნესისკოლა #თამარმეფე #ისტორია #განათლება #ინსპირაცია #მომავალი

07/05/2025
07/05/2025
ღონისძიება წმინდა გიორგის ხსენების დღესთან დაკავშირებით – რელიგიის მუზეუმი, 6 მაისი6 მაისს, წმინდა გიორგის ხსენების დღეს...
07/05/2025

ღონისძიება წმინდა გიორგის ხსენების დღესთან დაკავშირებით – რელიგიის მუზეუმი, 6 მაისი

6 მაისს, წმინდა გიორგის ხსენების დღეს, რელიგიის მუზეუმში დიალოგის ფორმატში გაიმართა საგანმანათლებლო შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა მუზეუმის მმართველი, არქეოლოგიის დოქტორი იზოლდა დუმბაძე.
მოსწავლეებმა მოისმინეს წმინდა გიორგის წმინდანად შერაცხვის ისტორია, დაათვალიერეს სპეციალურად მომზადებული პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო აჭარაში არსებული წმ. გიორგის სახელობის ტაძრები და მის სახელთან დაკავშირებული მოძრავი კულტურული მემკვიდრეობა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კავკასიის ბიზნესის სკოლის ისტორიის კლუბ “ფაზისის” წევრები და VIII-IX კლასის მოსწავლეები.

„გოუმარჯოს ფერეიდანს!“ – შეხვედრა ბატონ ნიაზ ზოსიძესთან⭐️14 აპრილს, დედაენის დღის აღსანიშნავად, აჭარის მოსწავლეთა ახალგა...
23/04/2025

„გოუმარჯოს ფერეიდანს!“ – შეხვედრა ბატონ ნიაზ ზოსიძესთან
⭐️14 აპრილს, დედაენის დღის აღსანიშნავად, აჭარის მოსწავლეთა ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა შთამბეჭდავი შეხვედრა მწერალთან, ჟურნალისტთან, პუბლიცისტთან და გრ. რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორთან – ბატონ ნიაზ ზოსიძესთან 📖✍️.

⭐️შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის ბიზნესის სკოლის მოსწავლეები, რომელთა დასწრება სკოლასთან არსებულმა ისტორიის კლუბმა „ფაზისმა“, ისტორიის მასწავლებელმა თენგიზ კახიძემ და ხელოვნების მასწავლებელმა ლელა ხილაძემ უზრუნველყვეს 🎓📚.

⭐️ღონისძიება მიეძღვნა ფერეიდანს და ფერეიდანელ ქართველებს — იმ ქართველთა შთამომავლებს, რომლებიც საუკუნეების წინ ირანში გადაასახლეს, თუმცა დღემდე ინარჩუნებენ თავიანთ ეროვნულ იდენტობას და ქართულ ენას 🌍🇬🇪.

⭐️ბატონმა ნიაზმა დამსწრეებს გაუზიარა თავისი დაუვიწყარი მოგზაურობა ფერეიდანში, რამაც შთააგონა და შექმნა მისი გამორჩეული წიგნი – „გოუმარჯოს ფერეიდანს“ 📘✨.

⭐️მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოისმინეს მისი ემოციური მონათხრობი, დაათვალიერეს ვიდეომასალა და ფოტოები, რომლებიც თავად ავტორმა გადაიღო ფერეიდანში ყოფნისას 🎥🖼️.

⭐️შეხვედრა ნამდვილად დაუვიწყარი აღმოჩნდა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა ქართული ენისა და კულტურის ძალა, რომელიც ზღვრებსაც კი სცდება ❤️🌐.

17/04/2025

📜 მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიის ბიზნესის სკოლის ისტორიის კლუბ "ფაზისის" ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე!

⭐️„ფაზისი“ არის სივრცე, სადაც წარსული არ რჩება მხოლოდ წიგნის ფურცლებზე — ის ცოცხლდება ჩვენთან, დისკუსიებში, პროექტებსა და ინიციატივებში.

🎓 ჩვენი მიზანია: საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანება და ისტორიისადმი ინტერესის გაღვივება.

📌 გამოგვყევით, თუ გაინტერესებთ:
ისტორიული ფაქტების თანამედროვე ინტერპრეტაცია
კულტურული მემკვიდრეობა
საგანმანათლებლო აქტივობები
მოსწვლეთა ინიციატივები და საინტერესო ისტორიული თავგადასავალები
გახდით ისტორიის ნაწილი — შემოგვიერთდით!

#ფაზისი #ისტორიისკლუბი #ახალითავგადასავალი

Address

წმინდა სევერიან აჭარლის ქუჩა 57
Batumi
6010

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Phasis・ფაზისი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category