ბათუმის სამედიცინო აკადემია • Batumi Medical Academy

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ბათუმის სამედიცინო აკადემია • Batumi Medical Academy

ბათუმის სამედიცინო აკადემია • Batumi Medical Academy 🎓 34 წლიანი გამოცდილება პროფესიულ განათლებაში 🚀გახდი პროფესიონალი ჩვენთან ერთად!

პაციენტთან კომუნიკაციის საერთაშორისო სტანდარტები ექთნებისთვისბათუმის სამედიცნო აკადემია და საქართველოს ჯანმრთელობის ფედე...
26/09/2026

პაციენტთან კომუნიკაციის საერთაშორისო სტანდარტები ექთნებისთვის

ბათუმის სამედიცნო აკადემია და საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია გიწვევთ პროფესიულ ტრენინგზე, რომელიც განკუთვნილია ექთნებისთვის და მიზნად ისახავს პაციენტთან ეფექტური, პროფესიული და უსაფრთხო კომუნიკაციის უნარების გაძლიერებას.

თანამედროვე ჯანდაცვაში პაციენტთან კომუნიკაცია მხოლოდ თავაზიანობა და პროფესიული ეტიკეტი არ არის - ის სამედიცინო მომსახურების ხარისხის, პაციენტის უსაფრთხოებისა და პაციენტის უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია.

სწორად წარმართული კომუნიკაცია ხელს უწყობს პაციენტის ნდობის ჩამოყალიბებას, რთული სიტუაციების მართვას, გაუგებრობებისა და კონფლიქტების პრევენციას და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების უზრუნველყოფას.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან:

▪️ პაციენტთან პროფესიული და ეფექტური კომუნიკაციის საერთაშორისო სტანდარტებს;

▪️ პაციენტის საჭიროებებისა და მოლოდინების სწორად იდენტიფიცირებას;

▪️ რთული კომუნიკაციისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის პრინციპებს;

▪️ დეესკალაციის ეფექტურ ტექნიკებს;

▪️ პაციენტთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბების გზებს;

▪️ პროფესიული საზღვრების დაცვას კომუნიკაციის პროცესში;

▪️ ეფექტურ კოლეგიალურ და გუნდურ კომუნიკაციას;

▪️ კომუნიკაციის როლს პაციენტის უსაფრთხოებასა და სამედიცინო მომსახურების ხარისხში.

ტრენერი

მეგი საჯაია - საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის დირექტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, კომუნიკაციის ექსპერტი, მედიატორი და ჯანდაცვის ომბუდსმენი.

ტრენინგი ეფუძნება პრაქტიკულ მიდგომებსა და რეალურ პროფესიულ სიტუაციებზე დაფუძნებულ მაგალითებს, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, მიღებული ცოდნა და კომუნიკაციის ტექნიკები ყოველდღიურ საქმიანობაში ეფექტურად გამოიყენონ.

სერტიფიკატი

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციისა და ბათუმის სამედიცინო აკადემიის ერთობლივი სერტიფიკატი.

სპეციალური შეთავაზება

ბათუმის სამედიცინო აკადემიის პარტნიორი კლინიკების ექთნებისთვის - სპეციალური ფასი:

120 ლარის ნაცვლად → 60 ლარი

🎓 მიიღეთ ცოდნა და პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც დაგეხმარებათ პაციენტთან ყოველდღიური კომუნიკაციის გაუმჯობესებაში, რთული სიტუაციების მართვასა და პროფესიული ურთიერთობების გაძლიერებაში.

დარეგისტრირდით და გახდით ტრენინგის მონაწილე.

💊 გილოცავთ ფარმაცევტთა საერთაშორისო დღეს!მადლობას ვუხდით ყველა ფარმაცევტს პროფესიონალიზმისა და ადამიანების ჯანმრთელობაზე...
25/09/2026

💊 გილოცავთ ფარმაცევტთა საერთაშორისო დღეს!

მადლობას ვუხდით ყველა ფარმაცევტს პროფესიონალიზმისა და ადამიანების ჯანმრთელობაზე ყოველდღიური ზრუნვისთვის. გისურვებთ წარმატებასა და პროფესიულ წინსვლას! 💙

შეგახსენებთ, რომ ბათუმის სამედიცინო აკადემიაში „ფარმაცია (სააფთიაქო)“ პროფესიულ საგანამანთლებლო პროგრამაზე მიმდინარეობს რეგისტრაცია.

თუ გსურთ დაეუფლოთ ამ პროფესიას, განაცხადის შევსება შეგიძლიათ პორტალზე: https://vet.emis.ge

📍 ადგილზე რეგისტრაციისთვის გვეწვიეთ ბათუმის სამედიცინო აკადემიაში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 15:00-დან 18:00 საათამდე

მისამართი: ბათუმი, ტბეთის ქ. №4

💊 25 სექტემბერი ფარმაცევტთა საერთაშორისო დღეამ დღესთან დაკავშირებით ბათუმის სამედიცინო აკადემიაში სტუდენტებისა და პროფეს...
25/09/2026

💊 25 სექტემბერი ფარმაცევტთა საერთაშორისო დღე

ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმის სამედიცინო აკადემიაში სტუდენტებისა და პროფესიული განათლების მასწავლებლების შეხვედრა გაიმართა ღვაწლმოსილ ფარმაცევტთან, აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებელ მზია ბაკურიძესთან.

შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი იყო: მონაწილეებმა ისაუბრეს ფარმაცევტის პროფესიის მნიშვნელობაზე და ერთმანეთს პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს.

ვულოცავთ ფარმაცევტთა საერთაშორისო დღეს მზია ბაკურიძეს და ამ სფეროში მოღვაწე ყველა პროფესიონალს! მადლობას გიხდით თქვენი შრომისა და პროფესიისადმი ერთგულებისთვის. 💙

🔷 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!რეგისტრაცია მიმდინარეობს 21 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით....
22/09/2026

🔷 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!

რეგისტრაცია მიმდინარეობს 21 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით.

ბათუმის სამედიცინო აკადემია გთავაზობთ შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს:

🔹 საექთნო განათლება
🔹 ფარმაცია (სააფთიაქო)
🔹 კბილის სატექნიკო საქმე

🌐 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ პორტალს:
https://vet.ge/

📍 ადგილზე რეგისტრაციისთვის გვეწვიეთ ბათუმის სამედიცინო აკადემიაში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 15:00-დან 18:00 საათამდე

მისამართი: ბათუმი, ტბეთის ქ. №4

არ გადადო აირჩიე პროფესია და გადადგი პირველი ნაბიჯი წარმატებული კარიერისკენ! 💙

16/09/2026

🔷 მეორადი ჩარიცხვა დაიწყო!

14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ ბათუმის სამედიცინო აკადემიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ფარმაცია (სააფთიაქო).

📌 პროგრამის ასარჩევად ეწვიეთ პორტალს:
🌐 www.online.naec.ge

აირჩიეთ ბანერი „ერთიანი ეროვნული გამოცდები მეორადი ჩარიცხვა“, გაიარეთ ავტორიზაცია პირადი ნომრითა და არსებული პაროლით, შემდეგ კი მონიშნეთ თქვენთვის სასურველი საგანმანათლებლო პროგრამა.

💊 პსპ ფარმაცია (სააფთიაქო)
სწავლების ხანგრძლივობა 2 წელი
სწავლა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
თეორიული და პრაქტიკული სწავლება
ორენოვანი დიპლომი ქართულ და ინგლისურ ენებზე
დასაქმების შესაძლებლობა სააფთიაქო ქსელებში

📍 ბათუმი, ტბეთის ქუჩა №4
📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
+995 32 201 71 71

ბათუმის სამედიცინო აკადემიაში სწავლა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.აქ მიღებულმა ...
15/09/2026

ბათუმის სამედიცინო აკადემიაში სწავლა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

აქ მიღებულმა ცოდნამ, გამოცდილებამ და ადამიანებმა ჩემი გეგმები და მიზნები შეცვალა და პროფესიული გზა სრულიად ახალი მიმართულებით დამანახა.

დღეს დასაქმებული ვარ კლინიკა „მედ ცენტრში“, რადიოლოგიის მიმართულებით, კომპიუტერული ტომოგრაფის ტექნიკოსად. ყოველდღიურად ვხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია სიზუსტე, პასუხისმგებლობა და თითოეული დეტალის სწორად შეფასება, როცა საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება.

ვამაყობ იმ გზით, რომელიც აკადემიიდან დაიწყო და მიხარია, რომ ჩემი მიღებული ცოდნის გამოყენება დღეს უკვე რეალურ პროფესიულ გარემოში შემიძლია.

🔷 მეორადი ჩარიცხვა დაიწყო!14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მ...
14/09/2026

🔷 მეორადი ჩარიცხვა დაიწყო!

14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ ბათუმის სამედიცინო აკადემიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა საექთნო განათლება.

📌 პროგრამის ასარჩევად ეწვიეთ პორტალს:
🌐 www.online.naec.ge
აირჩიეთ ბანერი „ერთიანი ეროვნული გამოცდები მეორადი ჩარიცხვა“, გაიარეთ ავტორიზაცია პირადი ნომრითა და არსებული პაროლით, შემდეგ კი მონიშნეთ თქვენთვის სასურველი საგანმანათლებლო პროგრამა.

🩺 საექთნო განათლება
სწავლების ხანგრძლივობა 3 წელი
თეორიული და პრაქტიკული სწავლება
ორენოვანი დიპლომი ქართულ და ინგლისურ ენებზე
დასაქმების შესაძლებლობა სამედიცინო დაწესებულებებში

📍 ბათუმი, ტბეთის ქუჩა №4
📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
+995 32 201 71 71

🔷 მეორადი ჩარიცხვა დაიწყო!14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მ...
13/09/2026

🔷 მეორადი ჩარიცხვა დაიწყო!

14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ ბათუმის სამედიცინო აკადემიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ფარმაცია (სააფთიაქო).

📌 პროგრამის ასარჩევად ეწვიეთ პორტალს:
🌐 www.online.naec.ge

აირჩიეთ ბანერი „ერთიანი ეროვნული გამოცდები მეორადი ჩარიცხვა“, გაიარეთ ავტორიზაცია პირადი ნომრითა და არსებული პაროლით, შემდეგ კი მონიშნეთ თქვენთვის სასურველი საგანმანათლებლო პროგრამა.

💊 პსპ ფარმაცია (სააფთიაქო)
სწავლების ხანგრძლივობა 2 წელი
სწავლა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
თეორიული და პრაქტიკული სწავლება
ორენოვანი დიპლომი ქართულ და ინგლისურ ენებზე
დასაქმების შესაძლებლობა სააფთიაქო ქსელებში

📍 ბათუმი, ტბეთის ქუჩა №4
📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
+995 32 201 71 71

ისწავლე ონლაინ და აირჩიე პრაქტიკის ქალაქად ბათუმი ან ქუთაისიბათუმის სამედიცინო აკადემია და „საქართველოს კარიტასი“ გიწვევ...
11/09/2026

ისწავლე ონლაინ და აირჩიე პრაქტიკის ქალაქად ბათუმი ან ქუთაისი

ბათუმის სამედიცინო აკადემია და „საქართველოს კარიტასი“ გიწვევთ შინმოვლის ინტენსიურ პროფესიულ კურსზე. დაეუფლე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ჰუმანურ პროფესიას.

კურსის დეტალები:

ფორმატი: თეორია დისტანციურად (ონლაინ) + პრაქტიკა რეალურ გარემოში

ხანგრძლივობა: 50 საათი

სერტიფიკატი: ორენოვანი (ქართულ-ინგლისური)

ღირებულება: 300 ლარი

✨ 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს:

სოციალურად დაუცველი პირებისთვის

მრავალშვილიანი დედებისთვის

დაიკავე ადგილი დღესვე!

📝 სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/cZqpxHkBtcfdeXJR9

🔍 პროგრამის დეტალები: https://docs.google.com/document/d/1jBI2Nu3XK26k2Ic835bIXIg_XOEeEvsA/edit?usp=sharing&ouid=106955637878836870069&rtpof=true&sd=true

Address

ტბეთის 4
Batumi
6010

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბათუმის სამედიცინო აკადემია • Batumi Medical Academy posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ბათუმის სამედიცინო აკადემია • Batumi Medical Academy:

Shortcuts

Share