07/12/2025
არაფორმალური განათლების ცენტრი „Global Gate“-ის მოსწავლეებთან ერთად განხორციელდა საგანმანათლებლო ვიზიტი საქართველოს პარლამენტში. ვიზიტის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების, ქართული პარლამენტარიზმის ისტორიისა და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების გაცნობა. ქალბატონი ნანა ნიკოლაიშვილის მაღალი პროფესიონალიზმისა და ამომწურავი განმარტებების წყალობით, მოსწავლეებმა მიიღეს როგორც ისტორიული, ისე თანამედროვე საკანონმდებლო პროცესების შესახებ ღირებული ინფორმაცია.
ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ შემდეგი საკითხები:
1. პარლამენტის მნიშვნელობა და განმარტება-
მოსწავლეებმა გაიგეს პარლამენტის როლი დემოკრატიულ მმართველობაში, მისი უფლებამოსილებები და ქვეყნის მართვაში მნიშვნელობა.
2. საქართველოს პარლამენტის არჩევნების ისტორია.
პირველი დემოკრატიული არჩევნების პროცესი, ქართული სახელმწიფოსთვის მათი მნიშვნელობა და პარლამენტის ჩამოყალიბების ეტაპები.
3. საქართველოს პირველი კონსტიტუცია (1921)
მოსწავლეებმა ნახეს ამონარიდები პირველი კონსტიტუციიდან, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ და ევროპულ სამართლებრივ დოკუმენტად ითვლება.
4. ქართველი ქალები დამფუძნებელ კრებაში
განსაკუთრებული ყურადღება მიექცა იმ ქალ პოლიტიკოსებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული პარლამენტარიზმის განვითარებაში.
5. საინაუგურაციო ბიბლიის ისტორია
ჯგუფმა დაათვალიერა უნიკალური, ოქროსფრად მოჭედილი ბიბლია, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტები ფიცის დროს იყენებენ.
6. ისტორიული ჭაღი
ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ობიექტი იყო ხელით დამზადებული, უძველესი 300-ნათურიანი ჭაღი, რომელიც პარლამენტის მნიშვნელოვანი არქიტექტურული სიმბოლოა.
7. პლენარული სხდომების დროს ჩართული შადრევანი.
მოსწავლეებმა გაიგეს განსაკუთრებული ტრადიციის შესახებ, რომლის მიხედვითაც სხდომის მიმდინარეობისას ინთება შადრევანი — სიმბოლო პროცესის უწყვეტობისა და სიმშვიდის.
8. ეროვნული მოძრაობისა და 9 აპრილის მემორიალური კუთხე.
ყურადღება გამახვილდა ეროვნული მოძრაობის ისტორიაზე, 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებზე და იმ გმირების მარადიულ ხსოვნაზე, რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებისთვის თავი გასწირეს.
9. ზვიად გამსახურდიას სამუშაო ბუნკერი
მოსწავლეებმა ნახეს ისტორიული სივრცე, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი კრიტიკულ დღეებში მუშაობდა და თავს აფარებდა.
10. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.
ქალბატონმა ნანამ მოყვა ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლზე, მისი როლზე ეროვნული მემკვიდრეობის გადარჩენასა და დაცვაში,
11. პარლამენტის სხდომათა დარბაზის განლაგება.
ბავშვებმა გახსნილად ნახეს დეპუტატების განლაგება, ტრიბუნა, ელექტრონული დაფები, ხმის მიცემის სისტემა და სხდომის წესრიგი.
დარბაზებში გამოყენებულია განსაკუთრებული აკუსტიკა, რაც სხდომების დროს სიტყვას ბუნებრივად და მკაფიოდ აჟღერებს.
პარლამენტის სივრცეში განთავსებული ქანდაკებები და ბარელიეფები ასახავს საქართველოს სახელმწიფოებრივ სიმბოლოებსა და ისტორიულ ეტაპებს.
ვიზიტი განსაკუთრებულად საინტერესოდ და შედეგიანად წარიმართა. არაფორმალური განათლების ცენტრი „Global Gate“-ის მოსწავლეებმა საკუთარი თვალით ნახეს სივრცე, სადაც მიიღება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები. მიღებული ცოდნა დაეხმარებათ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების უკეთ გააზრებაში, სამოქალაქო ცნობიერების განვითარებაში და სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელობის გაცნობიერებაში.
ქალბატონი ნანას პროფესიონალიზმმა, გულთბილმა დამოკიდებულებამ და დეტალების ზუსტმა ახსნამ ვიზიტი მეტად შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახადა.
უდიდესი მადლობა საქართველოს პარლამენტს საგანმანათლებლო ვიზიტის ხელშეწყობისთვის.
ვიმედოვნებთ, რომ ისევ შევძლებთ ვეწვიოთ პარლამენტს, ბავშვების სურვილს შევუსრულებთ და შევძლებთ პარლამეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას!