პირველი მაისის საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • პირველი მაისის საჯარო სკოლა

პირველი მაისის საჯარო სკოლა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი პირველი მაისის საჯარო სკოლა

🎓📚 პირველი მაისის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! 🌸განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს ძვირფას მოსწავლეებს,...
14/09/2026

🎓📚 პირველი მაისის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! 🌸
განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს ძვირფას მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს!
გისურვებთ წარმატებით, საინტერესო აღმოჩენებით, ცოდნითა და სიხარულით სავსე სასწავლო წელს.
ახალი სასწავლო წელი ყოფილიყოს ახალი მიზნების, ოცნებებისა და გამარჯვებების დასაწყისი! ✨ 🏫🌿

პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლე ,ნინო გურგენიძემ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოავლინა მაღალი აკადემიური შედეგები: ...
01/08/2026

პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლე ,ნინო გურგენიძემ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოავლინა მაღალი აკადემიური შედეგები: ინგლისურ ენაში 70-დან მიიღო 60 ქულა, ხოლო ქართულ ენასა და ლიტერატურაში — 60-დან 54 ქულა. მთელი სასკოლო საზოგადოება ულოცავ ნინოს ამ დიდ წარმატებას❤️

17/05/2026
მხატვრული კითხვის კონკურსის გამარჯვებული-მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა დევაძე❤️ვულოცავთ გამარჯვებულს❤️📚📗📘📔აღნიშნულ კონკურსში...
25/04/2026

მხატვრული კითხვის კონკურსის გამარჯვებული-მე-9 კლასის მოსწავლე
ლუკა დევაძე❤️
ვულოცავთ გამარჯვებულს❤️
📚📗📘📔

აღნიშნულ კონკურსში სკოლის ათი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა კლასიდან, მათ გადაეცათ სიგელები, წარმატებას ვუსურვებთ სამომავლოდ.❤️📚

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან ცინცაძესთან ერთად მხატვრული კითხვის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.

მხატვრული კითხვის კონკურსი, რომელიც დედაენის დღეს მიეძღვნა 40 მოსწავლე ღებულობდა მონაწილეობას.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებულები 10 სხვადასხვა ნომინაციაში, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით. ასევე, კონკურსში მონაწილე ყველა კონკურსანტს გადაეცა სიგელები. დაჯილდოების ცერემონიაში ხელმძღვანელ პირებთან ერთად ჟიურის წევრები მონაწილეობდნენ.

17 აპრილს ჩატარდა შიდა სასკოლო კონფერენცია თემაზე     “ მრავალფეროვანი აჭარა” ;  მატერიალური  და არამატერიალური მასალა ბ...
17/04/2026

17 აპრილს ჩატარდა შიდა სასკოლო კონფერენცია თემაზე
“ მრავალფეროვანი აჭარა” ; მატერიალური და არამატერიალური მასალა ბავშვებმა მოიძიეს ადგილობრივ დონეზე; შეხვედრა ინტერაქციული და საინტერესო იყო; მადლობა მე-10 კლასის მოსწავლეებს.
ისტორიის პედაგოგი მზია ქადიძე
📕📚📚📚📚📔📘📗

პროექტის „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში X კლასში ჩატარდა ინგლისური ენის გაკვეთილი (მასწავლებელი: რუსუდან ჩიკვაიძე)....
15/04/2026

პროექტის „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში X კლასში ჩატარდა ინგლისური ენის გაკვეთილი (მასწავლებელი: რუსუდან ჩიკვაიძე).

მოსწავლეებმა ივარჯიშეს თხრობით უნარებში. ტექსტი “They Had Fun” მათ გადმოსცეს პატარა კუბიკების — Cuisenaire rods-ის გამოყენებით, სადაც თითოეული ჩხირი გამოხატავდა ტექსტიდან ერთ აზრს.

მოსწავლეები ასახელებდნენ შესაბამის იდეებს, ალაგებდნენ ჩხირებს თანმიმდევრულად და ზეპირად ჰყვებოდნენ ამბავს.

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა XI კლასში: დამრიგებელი რუსუდან ჩიკვაიძე. მოსწავლეებმა სლაიდების საშუალები...
15/04/2026

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა XI კლასში: დამრიგებელი რუსუდან ჩიკვაიძე. მოსწავლეებმა სლაიდების საშუალებით წარმოადგინეს 1978 წლის 14 აპრილის დემონსტრაციასთან დაკავშირებული ფაქტები. მათ ასევე იმუშავეს ინგლისურენოვან ბარბარიზმებზე: ნაწილი ასახელებდა მათ, ხოლო სხვები — შესაბამის ქართულ სწორ ფორმებს.

საბა გოგუაძემ წაიკითხა გალაქტიონ ტაბიძის ლექსი „ჰიმნი ქართულ ანბანს“.

დასასრულს, მოსწავლეთა ჯგუფებმა კუბიკებისა და კინეტიკური ქვიშის გამოყენებით გამოსახეს თავიანთი საყვარელი ქართული სიტყვები და განმარტეს მათი არჩევანი.
📗📘📔📕📚

მამული, ენა, სარწმუნობა.. დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უერთდებიან მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეები.ქართული...
15/04/2026

მამული, ენა, სარწმუნობა.. დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უერთდებიან მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეები.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მზია ქადიძე
📕📔📘📗📚

პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, გულთამზე აბულაძის, ხელმძ...
15/04/2026

პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, გულთამზე აბულაძის, ხელმძღვანელობით შეუერთდნენ დედაენის დღისადმი მიძღვნილ სასკოლო ღონისძიებას.
📗📘📔📕📚

02/04/2026

📗📚📘📔📕

Address

Batumi

Telephone

591988500

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when პირველი მაისის საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category