ყველაფერი საინტერესო

ყველაფერი საინტერესო

Share

აქ არის ყველაფერი რაც თქვენ გაინტერესებთ!!!

27/09/2023

დღეს Google 25 წლის გახდა
Happy birthday to Google 🎂

03/02/2023

1915 წლის 3 თებერვალს დაიბადა ქართველი ფეხბურთელი ბორის პაიჭაძე.

15/05/2022

ევროვიზია 2022 გამარჯვებული უკრაინის წარმადგენელი kalush Orchestra გახდა სიმღერით Stefania, წელს უკრაინამ ევროვიზიაზე რიგით მესამეჯერ გაიმარჯვა.
(2004 და 2016 წლებში მოიპოვეს უკრაინელებმა პირველი ადგილი.)

16/01/2022

ბათუმის ორი მხარე.

10/04/2021

7 აპრილს ენგურის დეფაქტო საზღვრის გადმოკვეთის დროს 4 გალელი დაღუპულის ხსოვნისთვის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

09/04/2021

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება - 1991 წლის 9 აპრილი. ზვიად გამსახურდიას მიმართვა და მთავრობის სასახლესთან შეკრებილთა ზეიმი.
#მადლობათავისუფლებისთვის

Photos from ყველაფერი საინტერესო's post 09/04/2021

დღეს დილით ედინბურგის ჰერცოგი, ელისაბედ II-ის მეუღლე, პრინცი ფილიპი გარდაიცვალა 99 წლის ასაკში უინძორის სასახლეში.

Photos from ყველაფერი საინტერესო's post 09/04/2021

სანამ იარსებებს ერი

თუმცა დღეს ვარდისფრად გვიღიმის აპრილი,
გულს მაინც ტკივილი სერავს,
წლებია გასული, განცდილი ელდა კი
არ გაგვნელებია ჯერაც.
რუსთაველს ჯერ ისევ ატყვია წინწკლები
ცხრა აპრილს დაღვრილი სისხლის,
ქაშუეთს ჩაუვლი, კვნესა და სიმღერა
თითქოს და ზეციდან ისმის.
ოცდაერთ სიცოცხლეს, ნიჩბებით დაჩეხილს,
ასობით მოწამლულ ქართველს...
თაყვანისცემა და პატივი, დიდება,
დაღუპულთ ავუნთებთ სანთელს...
კვლავ გავა წლები და აპრილი ჩვეულად
შემოვა ასობით ფერით,
ეს დიდი ტკივილი არასდროს გაქრება,
სანამ იარსებებს ერი.
მანანა კაკაჩია

სანან იარსებებს ქართველი ერი არ დაივიწყებს 9 აპრილს და გმირებს, რომლებმაც თავისუფლება გვაჩუქეს 🇬🇪🇬🇪🇬🇪

#მადლობათავისუფლებისთვის

01/04/2021

"...შეიძლება სხვებისთვის თავისუფლების მიღწევას სულაც არ დასჭირვებია იმდენი თავგანწირვა, სისხლი თუ ცრემლი, რამდენიც ქართველებმა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად საუკუნეების მანძილზე გაიღეს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ სულ ვიბრძვით და მოვიპოვებთ, მაგრამ ყოველთვის ვკარგავთ და მერე თავიდან ვიწყებთ.
უკვე მერამდენედ ვიწყებთ და არც გვბეზრდება და მგონი, იმიტომ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ეს ხალხი ხვდება (შინაგანი ინტუიციით მაინც), რომ თავისუფლებაზე ძვირფასი ამ სამყაროში მაინც არაფერი არსებობს..."

დათო ტურაშვილი
"იყო და არა იყო რა"
ისტორიული რომანი

მოცემულ წიგნში დატო ტურაშვილი ჩვეული სიმარტივით და სიხალასით გვიყვება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან და ამავე დროს საამაყო პერიოდზე, რომლის უაშუალო მონაწილეც თვითონ იყო.

Photos from ყველაფერი საინტერესო's post 26/12/2020

ალბათ, ბევრს გაუგია იმის შესახებ, რომ ღამურები საერთოდ ვერაფერს ხედავენ. სინამდვილეში ღამურებს თვალებიც აქვთ და კარგი მხედველობაც. მაგრამ ისინი, ისევე როგორც ძუძუმწოვრების უმრავლესობა და მათ შორის ჩვენც, მხოლოდ დღის სინათლეზე ხედავენ. ნადირობით კი, მხოლოდ ღამე ნადირობენ. სწორედ მაშინ იყენებენ ისინი ექოლოკაციას და ირგვლივ არსებული საგნების მდებარეობას ბიოსონორებით აღიქვამენ. ამიტომ, აზრი იმის შესახებ, რომ ღამურები ბრმები არიან, მცდარია.

26/12/2020

ალბათ, ბევრს გაუგია იმის შესახებ, რომ ბუ მხოლოდ ღამე ხედავს მაგრამ ეს სიმართლე არ არის! სინამდვილეში ბუ დღისითაც კარგად ხედავს, მაგრამ ღამე, – ბევრად უკეთესად.

Want your school to be the top-listed School/college in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address

Batumi
6004