23/09/2026
სასკოლო სპორტული კვირეული პირველებში
21-26 სექტემბერი⚽🏀🏐
==========================
საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს თვითმმართველი ორგანოების მხარდაჭერით, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, 21-26 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით სასკოლო სპორტის კვირეული ტარდება.
სასკოლო სპორტის კვირეულს შეუერთდა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლაც. 🏫
კვირეულის ფარგლებში, ჩვენი სკოლის მოსწავლეები სპორტის მასწავლებლების - დათო ქურიძის, ზვიად აბაშიძის, ნანა ტოგონიძის, მაგული ბაუჟაძის, ლაშა შენგელიას, თაკო დოლიძისა და თეონა სიჭინავას - ხელმძღვანელობით მონაწილეობენ სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში:
⚽ მინი ფეხბურთი
🏀 3×3 კალათბურთი
🏐 ფრენბურთი
🤾 ხელბურთი
🏓 მაგიდის ჩოგბურთი
🏸 ბადმინტონი
🏃 მძლეოსნობა
🎯 „მხიარული სტარტები“
სპორტული კვირეული პირველებში - ეს არის მოძრაობა, გუნდურობა, მეგობრობა, ჯანსაღი კონკურენცია და ახალი გამარჯვებებისკენ გადადგმული ნაბიჯები!
ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს წარმატებას, მხიარულ და აქტიურ დღეებს! 🏆💙
#სასკოლოსპორტულიკვირეული
#სპორტიპირველებში
#ჯანსაღიცხოვრებისწესი