06/07/2026
📌კოლეჯ მერიდიანის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროფესიული განათლების III საერთაშორისო კონფერენციაში — „პროფესიული განათლების ტრანსფორმაცია გლობალურ ეპოქაში: ინოვაცია, უნარები და პარტნიორობა“.
📌ღონისძიებამ გააერთიანა პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები და ექსპერტები, რომელთაც იმსჯელეს პროფესიული განათლების განვითარების თანამედროვე მიმართულებებზე, ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი უნარების განვითარებასა და პარტნიორობის გაძლიერებაზე.
📌კოლეჯ მერიდიანის წარმომადგენლებისთვის კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, ახალი პროფესიული ხედვების გაცნობისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების გაძლიერების მიმართულებით.