იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, School, Rustaveli/Ninoshvili Street 32/35, Batumi.

🏆  ბსუ ჩემპიონია!    🇬🇪⚽️🔥ისტორიული გამარჯვება საქართველოს უნივერსიადა 2026-ზე! 🏆 დაძაბული, საინტერესო და ემოციური ჩემპი...
19/06/2026

🏆 ბსუ ჩემპიონია! 🇬🇪⚽️🔥
ისტორიული გამარჯვება საქართველოს უნივერსიადა 2026-ზე! 🏆 დაძაბული, საინტერესო და ემოციური ჩემპიონატის შემდეგ, ფუტსალის I ლიგა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრიუმფით დასრულდა!
ჩვენმა სტუდენტებმა მოედანზე მაქსიმუმი გაიღეს, ნამდვილი გუნდური სულისკვეთება აჩვენეს და დამსახურებულად მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული! გუნდის წევრებს და ბსუ-ს ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას! 🎉 საქართველოს უნივერსიადა 2026-ის ორგანიზატორია საქართველოს სპორტის სამინისტრო და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია.
იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი ულოცავს ჩვენს სტუდენტებს გამარჯვებას!
#ბსუ #ფუტსალი #უნივერსიადა2026 #ბსუიგებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,მესამე მისიის’’ ფარგლებში, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტე...
18/06/2026

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,მესამე მისიის’’ ფარგლებში, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის ორგანიზებით, კლინიკის კოორდინატორის, ნარგიზ ცეცხლაძის ხელმძღვანელობით, გაიმართა შეხვედრა ქ. ბათუმის #20-ე საჯარო სკოლის 8-ე 9-ე 10-ე კლასის მოსწავლეებთან, ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა: ,, მითები და რეალობა ქურდულ სამყაროში’’ და ,,პერსონალური მონაცემები, ციფრული უსაფრთხოება, გამოწვევები და მისი გადაჭრის გზები’’.
შეხვედრას ესწრებოდნენ აღნიშნული სკოლის ხელმძღვანელები, პედაგოგები, 9-ე 10-ე და 11-ე კლასის მოსწავლეები და უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტები-იურიდიული კლინიკის სტაჟიორები.
იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელმა ნარგიზ ცეცხლაძემ ისაუბრა ბავშვთა უფლებებზე, არსებულ გამოწვევებზე, საკანონმდებლო სიახლეებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. კლინიკის წევრ-სტუდენტებმა წარადგინეს პრეზენტაციები შემდეგი თემებზე: რა არის ქურდული სამყარო, რა უარყოფით გავლენას ახდენს არასრულწლოვანთა მენტალიტეტზე, როგორ აფერხებს მათ სოციალურ, პიროვნულ განვითარებას, განათლების სრულფასოვან მიღებას, ზრდის დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართვის რისკს, როგორია სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით, როგორია საერთაშორისო პრაქტიკა, რა გამოწვევებია ორგანიზებულ დანაშულთან წინააღმდეგ ბრძოლაში.
ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

2026 წლის 17 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოც...
18/06/2026

2026 წლის 17 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, ბატონ ნუგზარ ფუტკარაძის ხელმძღვანელობით, სამართალმცოდნეობის სპეციალობის მესამე კურსის „გ“ სასემინარო ჯგუფის სტუდენტებმა, ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სასწავლო კურსის პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში, პროფესიული კომპეტენციებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, სასამართლო სხდომის განაწესით დადგენილი ფორმისა და საპროცესო მოთხოვნების დაცვით, ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო პროცესი.
აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო სტუდენტების მიერ თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გარემოში გამოყენებას, სამართლებრივი ანალიზის, არგუმენტაციისა და სასამართლო პროცესში მონაწილეობისათვის აუცილებელი უნარების განმტკიცებას.

2026 წლის 10 და 11 ივნისს, ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის - გივი აბაშიძის ხე...
15/06/2026

2026 წლის 10 და 11 ივნისს, ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის - გივი აბაშიძის ხელმძღვანელობით, სამართალმცოდნეობის სპეციალობის მესამე კურსის სხვადასხვა სასემინარო ჯგუფის სტუდენტების მიერ, სისხლის საპროცესო სამართლის სასწავლო კურსის პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების მიზნით, სასამართლო სხდომის განაწესით დადგენილი ფორმით, ჩატარდა ორი იმიტირებული სასამართლო პროცესი.
მონაწილეებმა მოისმინეს მხარეთა შესავალი და დასკვნითი სიტყვები, მოხდა მტკიცებულებების განხილვისა და გამოკვლევის იმიტირებული ჩვენება.
იმიტირებულმა პროცესმა სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია. პროცესში მონაწილე მხარეებმა გამოავლინეს როგორც სისხლის საპროცესო სამართლის თეორიული საკითხების კარგი ცოდნა, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

2026 წლის 9 ივნისს სამართლისა და საჯარო მმართველობის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა გივი აბაშიძემ სამეცნიერო სემი...
10/06/2026

2026 წლის 9 ივნისს სამართლისა და საჯარო მმართველობის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა გივი აბაშიძემ სამეცნიერო სემინარზე წარმოადგინა გეგმით გათვალისწინებული მეტად საინტერესო თემა/საკითხი „მოსამართლის პროაქტიული როლი წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე მხარეთა შუამდგომლობის განხილვის დროს“.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საკითხი არის მნიშვნელოვანი და პრობლემურიც. სემინარს ესწრებოდნენ პროფესორ მასწავლებლები, დაინტერესებული პირები და სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები. მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. იყო საინტერესო კითხვა პასუხის რეჟიმი. საბოლოოდ კი, შეიძლება ითქვას შეხვედრა/სემინარი შედგა და დაიმსახურა დადებითი შეფასება.

2026 წლის 9 ივნისს სამართლისა და საჯარო მმართველობის დეპარტამენტის პროფესორმა მურმან გორგოშაძემ სამეცნიერო სემინარზე წარ...
10/06/2026

2026 წლის 9 ივნისს სამართლისა და საჯარო მმართველობის დეპარტამენტის პროფესორმა მურმან გორგოშაძემ სამეცნიერო სემინარზე წარმოადგინა გეგმით გათვალისწინებული მეტად საინტერესო თემა/საკითხი „ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის საჯარო ინფორმირებისთვის გამოყენების სამართლებრივი რეგულირება და პრაქტიკა“.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საკითხი არის მნიშვნელოვანი და პრობლემურიც, რასაც სჭირდება მეტი ყურადღება და შესწავლა. სემინარს ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, დაინტერესებული პირები და სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები. მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. საბოლოოდ კი, შეიძლება ითქვას შეხვედრა/სემინარი შედგა და დაიმსახურა დადებითი შეფასება.

2026 წლის 9 ივნისს სამართლისა და საჯარო მმართველობის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ნუგზარ ფუტკარაძემ, სამეცნიერო...
10/06/2026

2026 წლის 9 ივნისს სამართლისა და საჯარო მმართველობის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ნუგზარ ფუტკარაძემ, სამეცნიერო სემინარზე წარმოადგინა გეგმით გათვალისწინებული მეტად საინტერესო თემა/საკითხი - „ადმინისტრაციული დუმილის სამართლებრივი ბუნება: პრობლემები და განვითარების პერსპექტივები“.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საკითხი არის მნიშვნელოვანი და პრობლემურიც. სემინარს ესწრებოდნენ პროფესორ მასწავლებლები, დაინტერესებული პირები და სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები. მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. იყო საინტერესო კითხვა -პასუხის რეჟიმი. საბოლოოდ კი, შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრა/სემინარი შედგა და დაიმსახურა დადებითი შეფასება.

2026 წლის 8 ივნისს, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მოწვეულმა ლექტორმა, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორ...
09/06/2026

2026 წლის 8 ივნისს, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მოწვეულმა ლექტორმა, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორმა - ანა ანუშიძემ, ჩაატარა ექსპერიმენტული სემინარი ადამიანური და ხელოვნური ინტელექტის სინთეზით.

სტუდენტები გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის აკადემიურ სივრცეში გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკას. აღნიშნულ გამოცდილებაზე დაფუძნებული გზამკვლევის მიხედით, შედარებითი პოლიტიკის კურსის ფარგლებში დამუშავებული ლიტერატურის გაანალიზების შემდეგ, AI პროგრამების სინთეზით შექმნეს და წარადგინეს საპრეზენტაციო რესურსები.

2026 წლის 02 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ემერიტუს-პროფესორის,  ნოდარ ბარამიძის საი...
03/06/2026

2026 წლის 02 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ემერიტუს-პროფესორის, ნოდარ ბარამიძის საიუბილეო ღონისძიება.
ნოდარ ბარამიძეს 80 წელი შეუსრულდა, მისი ღვაწლი ფასდაუდებელია ქართული ფსიქოლოგიის სკოლის განვითარებაში.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ნოდარ ბარამიძის კოლეგები, სტუდენტები, მეგობრები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები. შეხვედრაზე გაიხსენეს ემერიტუს-პროფესორის განვლილი გზა, რომელიც დატვირთულია დაუღალავი შრომითა და თავდადებით.
ღონისძიებაზე მისულმა სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს ნოდარ ბარამიძეს ცოდნის მხარდაჭერისა და შთაგონებისთვის.

2026  წლის 14 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრ...
21/05/2026

2026 წლის 14 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტმა სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა დეტალურად განიხილეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპები, მათი კავშირი განრიდება-მედიაციის პროცესთან და მედიაციის მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტების ეფექტიანად მოგვარებაში. ღონისძიებებს ასევე ესწრებოდნენ მედიატორები, რომლებმაც პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე სტუდენტებს პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

Address

Rustaveli/Ninoshvili Street 32/35
Batumi
6010

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

Shortcuts

Share