My English club

My English club

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from My English club, Education, ანგისის ქუჩა # 15, Batumi.

03/05/2026

📌 ბევრ სიახლეს გპირდებით, შემდეგი სასწავლო წლიდან🎉🙏
📌ინგლისური ენის კლუბში თქვენს შვილს დახვდება თბილი და მეგობრული,სწავლებაზე ორიენტირებული გარემო,ყოველ ჯერზე იგრძნობთ ამას,გპირდებით!🙏📚
📌დასწავლის პროცესი წარიმართება მოსწავლეების საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე.📚📝💡
📌არ ექნებათ საშინაო დავალება,ისინი ადგილზე დაისწავლიან ახალ მასალას.📝🎊💫
📌გაუგებარი და ამოუხსნელი არ დარჩება მათთვის არაფერი,რადგან ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი პასუხი.💁‍♂️👩‍🎓
📌ენის შესწავლის ოთხივე უნარს დაეთმობა თანაბარი ყურადღება:მოსმენა,წერა,კითხვა,ლაპარაკი.რაც მიიყვანს მოსწავლეს ეფექტურ შედეგამდე.👩‍🎓
📌მალევე დაინახავთ შედეგს,რისთვისაც მადლობას გადაიხდით.🙋‍♂️
📌თქვენ გვიცხადებთ ნდობას,ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენს წინაშე.🧑‍🏫🫂
📌სიხარულით ივლიან ბავშვები ინგლისურის კლუბში და არა, მოვალეობის მოხდის მიზნით.👣👫👬
📌ინგლისურის კლუბი და სივრცე გადაიქცევა მათთვის საყვარელ ადგილად.🤹🤹‍♀️💫
📌📌2026 წლის ჯგუფების შედგენა დაწყებულია,გირჩევთ არ დააგვიანოთ რეგისტრაცია💫🎉

📌PS კლუბი განკუთვნილია ყველა ასაკობრივი კატეგორიის მსურველისთვის,გარდა აბიტურიენტებისა.
📌ჯგუფში იქნება მაქსიმუმ ოთხი მოსწავლე.კვირაში ჩატარდება ორი მეცადინეობა და მოიცავს თითო საათს.📝📚💡📩
📌გელით სიხარულით 💫🎉💘📩

03/05/2026

🤝

23/04/2026

📌23 აპრილი ინგლისური ენის დღეა!

🗓️ ეს თარიღი შემთხვევით არ შერჩეულა . 23 აპრილს, შექსპირის, მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული წარმომადგენლის, დაბადებისა და გარდაცვალების დღეა.

➡️ შექსპირს ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის თანამედროვე ინგლისური ენის ფორმირებაში, მან ასობით ახალი სიტყვა შემატა ინგლისურ ენას.

📈 დღეს მსოფლიოში ინგლისურ ენაზე 1.75 მილიარდი ადამიანი (ყოველი 4 ადამიანიდან 1) საუბრობს და ის სულ უფრო ხშირად გამოიყენება სასაუბროდ განსხვავებული მშობლიური ენის მქონე ადამიანებს შორის.

შექსპირის I სონეტა
თარგმანი : რეზო თაბუკაშვილი

მშვენიერებას უნდა დარჩეს მემკვიდრეობა,

რომ სილამაზემ იფერადოს ვარდის კონებად,

დამჭკნარ სიტურფეს მაინც ვერ ჰკლავს ჟამის ღრეობა,

მემკვიდრე არის მისი ხსოვნა და მოგონება.

გრძნობებს რომ ფანტავ, რაღა გრჩება, ნეტავ, მარაგად,

შენ, საკუთარი სილამაზის მონადქცეულო?!

ხრიოკ უდაბნოდ რად აქციე რთველის ბარაქა

შენ, საკუთარი არსებობის მტერო წყეულო!

მთელი მსოფლიოს სამკაული შენა ხარ ახლა,

მხოლოდ შენ ძალგიძს გაზაფხულთან გაბაასება,

რად არ გაშინებს, თუ ნაყოფი კვირტშივე გახმა,

მშვენიერებას რატომ ფლანგავ, ძუნწო არსებავ?!

წუთისოფელი შეიბრალე, შენს მზეს რომ ფიცავს,

მაგ სილამაზეს ნუ დაუთმობ სამარის მიწას.





From fairest creatures we desire increase,

That thereby beauty's rose might never die,

But as the riper should by time decease,

His tender heir might bear his memory:

But thou, contracted to thine own bright eyes,

Feed'st thy light'st flame with self-substantial fuel,

Making a famine where abundance lies,

Thyself thy foe, to thy sweet self too cruel.

Thou that art now the world's fresh ornament

And only herald to the gaudy spring,

Within thine own bud buriest thy content

And, tender churl, makest waste in niggarding.

Pity the world, or else this glutton be,

To eat the world's due, by the grave and thee

Want your school to be the top-listed School/college in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address

ანგისის ქუჩა # 15
Batumi
6010