აკადემოსე

აკადემოსე ,,აკადემოსე'' არის საგანმანათლებლო ორგანიზაცია.

აკადემოსეს პედაგოგები ვთვლით, რომ ჩვენი მთავარი მიღწევა წარმატებული მოსწავლეები არიან, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ სწ...
17/08/2026

აკადემოსეს პედაგოგები ვთვლით, რომ ჩვენი მთავარი მიღწევა წარმატებული მოსწავლეები არიან, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ სწავლა-სწავლება უწყვეტ განვითარებას ნიშნავს.
ეს არ არის ჩვენი პედაგოგების პირველი წარმატება, თუმცა გვინდა, ამჯერადაც გახაროთ და ვიხაროთ!

ირინე მასწავლებელმა საბაზო პროფესიული უნარების შემდგომ კომპეტენცია დაწყებით საფეხურზე ( I-IV ) დაადასტურა.
მათემატიკა ✅️
ბუნებისმეტყველება ✅️
ქართული ✅️

ზეინაბ მასწავლებელმა კი ამჯერად საგნის გამოცდა ჩააბარა და კომპეტენცია ამითაც დაიდასტურა.

ინგლისური - I-XII ✅️

აკადემოსე ამაყობს, რომ ყოველმხრივ კომპეტენტური პედაგოგები ჰყავს!

მადლობა, თავდაუზოგავი შრომისა და უწყვეტი განვითარებისთვის.

გააგრძელეთ ✊️

ირინა ჭაღალიძე
Zeinab Tsulukidze

#მასწავლებლისგამოცდა2026
#წარმატებულიმასწავლებელი
#უწყვეტიგანვითარება
აკადემოსე

"ფიქრო, ეჭვებით დაღლილო.ცავ, დაბზარულო ცრემლით.ბაზალეთია ადვილი,დიდგორი არის ძნელი.ბუბუნით წამცდა იორი,ოდნავ ამართა წელი...
11/08/2026

"ფიქრო, ეჭვებით დაღლილო.
ცავ, დაბზარულო ცრემლით.
ბაზალეთია ადვილი,
დიდგორი არის ძნელი.
ბუბუნით წამცდა იორი,
ოდნავ ამართა წელი,
ტახტზე ფიქრია იოლი,
დავითობაა ძნელი."

#დიდგორობითდიდგულობა
#აკადემოსე
#გახსოვდესშენიისტორია

დიდგორობა ✊️

ორჯერ ორი რომ ოთხია, მაგაზე დავა შეიძლება, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები რომ ოკუპირებულია - უდავოა! ამ უმარტივესი ფორ...
08/08/2026

ორჯერ ორი რომ ოთხია, მაგაზე დავა შეიძლება, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები რომ ოკუპირებულია - უდავოა!
ამ უმარტივესი ფორმულირების მიუხედავად, ცხადზე უცხადესი ფაქტების მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილს დღემდე უჭირს მტრის ცნობაცა და გმობაც!
რუსული პოლიტიკა უნდა დაგმო!
მტერი საკუთარ მიწაზე ბატონად არ უნდა გაიხადო!

დაგვემარცხებინოს ოკუპანტი რუსეთი ცნობიერად, მენტალურად, ფიზიკურად.
განგვედევნოს გონიდან საბჭოთა რუსეთის უშინაარსო ნოსტალგია.
განგვედევნოს ჩვენი ლექსიკიდან რუსული სიტყვები.
არ გაგვეთელოს ამ ბრძოლაში დაღუპულთა ცხედრები დღევანდელი ერთი ლუკმის საფასურად!

#აკადემოსესაქართველოსმთლიანობისთვის
#უკეთესიმომავლისთვის

გთავაზობთ ხარისხიან და შედეგზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო მომსახურებას:​🎓 მომზადება ეროვნული გამოცდებისთვის (X-XII კლ....
05/08/2026

გთავაზობთ ხარისხიან და შედეგზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო მომსახურებას:

​🎓 მომზადება ეროვნული გამოცდებისთვის (X-XII კლ.):
​ქართული ენა და ლიტერატურა,
​ინგლისური ენა.
​🌱 დაწყებითი განათლება (I-IV კლ.):
​ფუნდამენტური უნარების განვითარება და სასკოლო საგნების ათვისება
​📚 ქართული ენა და ლიტერატურა (V-X კლ.):
​პროგრამის სიღრმისეული ათვისება და ანალიტიკური აზროვნების განვითარება
​🇬🇧 ინგლისური ენა (ნებისმიერი ასაკისა და დონისთვის):
​სასკოლო პროგრამა | აბიტურიენტები | სასაუბრო ინგლისური
​👩‍🏫 ინდივიდუალური კონსულტაცია პედაგოგებისთვის:
​დამწყები და სქემაში ახლად შესული მასწავლებლების მხარდაჭერა: ეფექტური გაკვეთილის დაგეგმვა, ეროვნული სასწავლო გეგმა, თანამედროვე მეთოდოლოგია და შეფასების სისტემები. ( საგანი - ქართული ენა და ლიტერატურა, დაწყებითი განათლება)
​📩 დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში!

#აკადემოსე
#განათლება

✨ მზად ხართ თქვენი შვილის  წარმატებული სასკოლო გზისთვის? ✨​დაწყებითი კლასები მოსწავლის განვითარებისა და სწავლისადმი სიყვ...
05/08/2026

✨ მზად ხართ თქვენი შვილის წარმატებული სასკოლო გზისთვის? ✨

​დაწყებითი კლასები მოსწავლის განვითარებისა და სწავლისადმი სიყვარულის ჩამოყალიბების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია!

​🎓 აკადემოსე გთავაზობთ დაწყებითი განათლების (I-IV კლასები) კურსებს გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ, პასუხისმგებლობით აღსავსე პედაგოგთან
ერთად!
ირინე მასწავლებელი მოსწავლის ყოველმხრივ განვითარებაზე ზრუნავს, უფრთხილდება მათ ფსიქიკას, ცდილობს მათში უნარების გააქტიურებას, გამომუშავებას, გაძლიერებას.
იყენებს მრავალფეროვან მიდგომებს.
მასთან მოსწავლეები სიხარულით მოდიან 😇
​📚 რას სთავაზობს პედაგოგი თქვენს შვილებს?
​თითოეული მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული მიდგომა;
​სასკოლო პროგრამის გაღრმავებული სწავლება და მასალის იოლი ათვისება;
​მოტივაციისა და თვითრწმენის ამაღლება;
დამატებითი განმავითარებელი აქტივობები;
​სწავლისადმი ინტერესის გაღვივება მეგობრულ და სითბოთი სავსე გარემოში.
​📍 საკონტაქტო ინფორმაცია:
​📞 ტელეფონი: 579 251 627
​🏠 მისამართი: ქ. ბათუმი, კაჭარავას #5

📣📣ქართული ენა და ლიტერატურა II-X კლასები.💡I საფეხური ( II-IV კლასები ) 📚 ლიტერატურა სხვადასხვა ჟანრის ტექსტების მოსმენა/...
22/07/2026

📣📣ქართული ენა და ლიტერატურა II-X კლასები.

💡I საფეხური ( II-IV კლასები )

📚 ლიტერატურა

სხვადასხვა ჟანრის ტექსტების მოსმენა/წაკითხვა და გაგება;
გაწაფული კითხვა;
საკუთარი ან/და ლიტერატურული გამოცდილების გამოყენება წერითი და ზეპირი მსჯელობისას;
მცირე ზომის ტექსტების შედგენა სხვადასხვა მიზნით;
ენობრივ-გრამატიკული საშუალებებისა და ლექსიკის ცოდნის ფუნქციურად გამოყენება;
მეტყველების კულტურა.

📚ენა
• სიტყვის მორფოლოგიური აგებულების, სიტყვის ფორმაცვალების ცოდნა, ამოცნობა, ფუნქციური გამოყენება.
• გრამატიკული ფორმების მართლწერა და გამოყენება;
• სასვენი ნიშნების მართებულად გამოყენება;
• მართლმეტყველების, კალიგრაფიისა და მართლწერის ნორმები.

💡II საფეხური (V-VI კლასები)

📚 ლიტერატურა

სხვადასხვა ჟანრის ტექსტების მოსმენა/წაკითხვა და გაგება;
საკუთარი ან/და ლიტერატურული გამოცდილების, რეალური ფაქტების ცოდნის გამოყენება ტექსტის ინტერპრეტირების, შეფასების, პირადი დამოკიდებულების გამოხატვის, დასკვნის გამოტანის თუ ახსნა-დასაბუთების მიზნით;
ნაცნობი ჟანრის ტექსტების შედგენა სხვადასხვა მიზნით;
ენობრივ-გრამატიკული ფორმების, ტექსტის სტრუქტურული ელემენტების ამოცნობა და ფუნქციურად გამოყენება;
ჟანრული მახასიათებლების ცოდნის, ნასწავლი ლექსიკის მიზნობრივად გამოყენება;
სამეტყველო ქცევის წარმართვა საკომუნიკაციო სიტუაციის მახასიათებლების გათვალისწინებითა და სათანადო ენობრივი საშუალებების გამოყენებით.

📚 ენა
• მორფოლოგიისა და სინტაქსის ნასწავლი საკითხების ცოდნის ფუნქციურად გამოყენება;
• სასვენი ნიშნების მართებულად გამოყენება;
მართლმეტყველებისა და მართლწერის ნასწავლი ნორმების დაცვა.

📚III საფეხური (VII-IX-X კლასები)

წაკითხული ნაწარმოების კრიტიკულად გაანალიზება და ინტერპრეტირება, მხატვრულ-ესთეტიკური მნიშვნელობის გააზრება;
ნაწარმოების აღქმა-გააზრება კონტექსტური ფაქტორების (მაგ., ავტორის ბიოგრაფიის, სოციოისტორიულის) ცოდნის გამოყენებით და მისი ინტერპრეტირება როგორც შექმნის თანადროული ეპოქის, ისე თანამედროვეობის ჭრილში.;
საკუთარი პოზიციისა თუ დამოკიდებულებების წარმოსაჩენად ამა თუ იმ ეპოქასა ან/და კულტურაში შექმნილი ნაწარმოებების გამოყენება მათში ასახულ პრობლემატიკაზე, ფასეულობებსა და შეხედულებებზე მსჯელობის გზით;
ამა თუ იმ ეპოქასა ან/და კულტურაში შექმნილი ნაწარმოებების ერთმანეთთან შედარება და მსგავსება-განსხვავებების ანალიზი;
სხვადასხვა ფორმატის, ტიპისა და ჟანრის ტექსტების შედგენა ამა თუ იმ მიზნით (მაგ., ტექსტის ანალიზის შედეგების წარმოსაჩენად, თვითგამოხატვისთვის, განწყობილებების, შთაბეჭდილებების, ემოციების გადმოსაცემად);
ტექსტების შედგენისას ჟანრულ-კომპოზიციური და ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების (მაგ., მსჯელობითი ტექსტისთვის დამახასიათებელი სტრუქტურის, სინტაქსური კონსტრუქციების, მხატვრული ენის, სტილის ელემენტების) მიზნის შესაბამისად გამოყენება (მაგ., ტექსტის ინტერპრეტირებისას, შემოქმედებითი წერისას).

ენა
ფონეტიკა, მორფოლოგია, სინტაქსი, ორთოგრაფია, პუნქტუაცია.

პრაქტიკული გრამატიკა

პ.ს ჩვენი პროგრამები, რა თქმა უნდა, დაფუძნებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაზე.
მეთოდოლოგია, პროგრამები შემუშავებულია ჩვენ მიერ.
ჩვენი აქტივობები, მიდგომები და მუშაობის სტილი აბსოლუტურად ორიგინალური და შედეგზე ორიენტირებულია.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი ინტელექტუალური საკუთრებაა, აქ ყველაფერი სრულად ვერ განთავსდება

ჩვენ ვიძლევით შედეგის გარანტიას ;)

🔔ერთიანი ეროვნული გამოცდებიინგლისურ ენაში👥 ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა- 6.⏳ კვირაში 3 შეხვედრა. გაკვეთილის ხანგრძლივობა ...
19/07/2026

🔔ერთიანი ეროვნული გამოცდები
ინგლისურ ენაში

👥 ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა- 6.
⏳ კვირაში 3 შეხვედრა. გაკვეთილის ხანგრძლივობა - 90 წუთი.

➡️ გაკვეთილები მოიცავს როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებელ პროგრამას, ასევე არაფორმალური განათლების ნაწილსაც.

📚 აქტივობები და მეთოდები, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ:
📌 TED Talks და თემატური დისკუსიები:
ცნობილი სპიკერების გამოსვლების მოსმენა და ანალიზი;
დისკუსიები და კრიტიკული აზროვნების სავარჯიშოები.

📌 წერითი დავალებები:
ნაშრომების წერა სხვადასხვა თემებზე;
ნაშრომების რედაქტირება და უკუკავშირი.

📌 ინტენსიური გრამატიკის გაკვეთილები:
გრამატიკის კომპლექსური წესების შესწავლა;
გრამატიკული სავარჯიშოები და ტესტები.

📌 ფილმები და სერიალები:
-ინგლისურენოვანი ფილმებისა და სერიალების ყურება;
სცენარების განხილვა და პერსონაჟების ანალიზი.

📚 საკითხები, რომლებსაც შეისწავლით 10 თვის განმავლობაში:

1-ელი მე-2 თვე:
➡️ წინადადებისა და ტექსტის სტრუქტურა:

* ძირითადი გრამატიკული წესები;
* მარტივი და რთული წინადადებების აგება.

მე-3 მე-4 თვე:
➡️ გრამატიკისა და სინტაქსის შემსწავლელი დეტალური გაკვეთილები:
* Present, Past, Future Simple;
* Future in the Past Simple;
* Present, Past, Future Continuous;
* Present, Past, Future Perfect;
* Present, Past Perfect Continuous.

მოსმენის უნარები:
* Listening Comprehension: სხვადასხვა აქცენტების გაგება და ანალიზი;
დისკუსია;
მოსმენილი მასალის განხილვა და კრიტიკული აზროვნების განვითარება.

მე-5 მე-6 თვე:
➡️ ზმნიზედები და კავშირები
* ქრონოლოგიური და ლოგიკური კავშირები (when, because, as, etc.);
* ნაწილაკები (no, not, too, only, even, just, still).

წერითი დავალებები:
ნაშრომების წერა - ინფორმაციული და დისკურსული ესეები.
* რედაქტირება - ნაშრომების რედაქტირება და უკუკავშირი.

მე-7 მე-8 თვე:
➡️ პრაქტიკული სავარჯოშოები და ესეების წერა:
* გასული წლისა და ახალ ტესტურ დავალებებზე მუშაობა -
* ინფორმაციული, დისკურსული და კრიტიკული წერითი უნარების განვითარება.

მე-9 მე-10 თვე:
➡️ პრაქტიკული სავარჯიშოები და გამოცდებისთვის მომზადება:
* იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება;
* ტესტები და პრაქტიკული სავარჯიშოები.

,,მე ვეუბნები რუსს, რომ აფხაზეთი ჩემია!მე ვეუბნები ოსს, რომ სამაჩაბლო ჩემია!მე ვეუბნები თურქს, რომ ტაო-კლარჯეთი ჩემია!ეს...
26/05/2026

,,მე ვეუბნები რუსს, რომ აფხაზეთი ჩემია!
მე ვეუბნები ოსს, რომ სამაჩაბლო ჩემია!
მე ვეუბნები თურქს, რომ ტაო-კლარჯეთი ჩემია!
ეს საბრალდებო დასკვნა და საღმრთო განაჩენია!
მე ვეუბნები სომხეთს, რომ ლორე-ტაშირი ჩემია!
მე ვუმეორებ ოკუპანტს! დვალეთი! სოჭა ჩემია!
ჩემია ეს საქართველო! ტრაპიზონამდე ჩემია!
ეს საბრალდებო დასკვნა და საღმრთო განაჩენია!
ჩემია საინგილო და დავით გარეჯი ჩემია!
მხოლოდ სისუსტით დავკარგე! დროებით შემირჩენია!
შენ! მეზობელო ჩემო, თუმც წაყრუება გჩვევია!
ეს საბრალდებო დასკვნა და საღმრთო განაჩენია!
ჩემია!.. საზღვრის აქეთაც, საზღვრის იქეთაც ჩემია...
რაც წამართვი და რაც ვერა... რაც შენ თვალს გადარჩენია....
დამაცა! გმირი გაჩნდება, რომელიც გასაჩენია!
ეს საბრალდებო დასკვნა და საღმრთო განაჩენია.
საქართველო ჩვენია!"

ვახტანგ ღლონტი

🇬🇪🇬🇪✊
#26მაისი
#გაუმარჯოს #დამოუკიდებელ #საქართველოს

Happy birthday with best regards 🥳💛Zeinab Tsulukidze ჩვენი მოსწავლეების უსაყვარლეს ზეინაბ მასწავლებელს, ჩვენს უძვირფასეს...
22/11/2025

Happy birthday with best regards 🥳💛
Zeinab Tsulukidze

ჩვენი მოსწავლეების უსაყვარლეს ზეინაბ მასწავლებელს, ჩვენს უძვირფასეს თანაგუნდელს ვულოცავთ დაბადების დღეს 🎉
ვუსურვებთ სწავლა-სწავლების უშრეტ სურვილსა და ენერგიას, კმაყოფილ და მადლიერ მოსწავლეებს.
🎖

როცა სახელი ყველაფერს ამბობს - გალაკტიონი 👑 #17ნოემბერი #იუბილარი
17/11/2025

როცა სახელი ყველაფერს ამბობს - გალაკტიონი 👑

#17ნოემბერი
#იუბილარი

Address

ანატოლი კაჭარავას №5
Batumi
6000

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აკადემოსე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to აკადემოსე:

Shortcuts

Share

Category