27/05/2026
ჩვენი პირველი თავგადასავალი იწყება მტირალას ეროვნულ პარკში! 🌿⛰️
🎒 ლაშქრობის მოყვარულებო, მოემზადეთ! ჩვენი პირველი ოფიციალური პროექტი სტარტს იღებს! თუ გინდა, რომ ზაფხულის დასაწყისი დაუვიწყარი გახადო, ეს შენი შანსია! ✨
🥾 შენ გაქვს შესაძლებლობა გამოცადო საკუთარი ძალები საველე პირობებში, აიმაღლო ცხოვრებისეული უნარ-ჩვევები, აღმოაჩინო აჭარის ეს უნიკალური, კოლხური ბიომრავალფეროვნება და ფეხდაფეხ გაჰყვე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მწვანე და თავგადასავლებით სავსე მარშრუტს! 🌲🌧️
📅 ლაშქრობა გაიმართება 2 ივნისს.
🎒კლუბის მიერ სრულად არის უზრუნველყოფილი: კომფორტული ტრანსპორტირება ,კვება ლაშქრობის განმავლობაში და პროფესიონალური მოსამზადებელი ტრენინგი.
❓ როგორ მივიღო მონაწილეობა?
ადგილები შეზღუდულია, ამიტომ არ გადადო!
შეავსე სარეგისტრაციო ფორმა, გახდი პროექტის ნაწილი და წამოდი ჩვენთან ერთად მწვანე თავგადასავალში:
🔗 https://forms.gle/3gy9s2C6sYRcgJD46
22/05/2026
🗺️ BSU ADVENTURE CLUB-ის პირველი ოფიციალური შეხვედრა! 🧭
მოემზადეთ ახალი თავგადასავლებისთვის! მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 25 მაისს , ტურიზმის ფაკულტეტის კლუბის "BSU ADVENTURE CLUB"-ის პირველი ოფიციალური შეხვედრა შედგება!
თუ გიზიდავთ მოგზაურობა, ლაშქრობები, ბუნება და გსურთ გახდეთ დიდი, აქტიური საზოგადოების ნაწილი, მაშინ ეს შეხვედრა სწორედ თქვენთვისაა! ✨
აი, რა გელოდებათ ჩვენს პირველ შეხვედრაზე:
🤝 გაგაცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ კლუბის უკან დგანან და ყოველდღიურად მუშაობენ თქვენთვის საინტერესო იდეების განსახორციელებლად.
🗺️ გაგიზიარებთ ჩვენს სამომავლო გეგმებს, დაგეგმილ მარშრუტებსა და პროექტებს, რომლებშიც ჩართვასაც თავადაც შეძლებთ.
🎤 ძალიან გვიხარია, რომ ჩვენთან ერთად იქნება მოწვეული სტუმარი , გიორგი მეგრელიძე, რომელიც თავის საინტერესო გამოცდილებას გაგვიზიარებს და შეხვედრას კიდევ უფრო შთამაგონებელს გახდის!
📅 თარიღი: 25 მაისი
📍 ადგილი: ბსუ, 55-ე აუდიტორია
⏰ დრო: 16:00 საათი
არ გამოტოვო შანსი, გახდე ჩვენი თავგადასავლის ნაწილი!🎒⛰️
24/04/2026
💚 მოგესალმებით!
გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი დიდი სურვილი და სასიხარულო სიახლე ✨
დიდი ხანია გვქონდა იდეა, შეგვექმნა სივრცე სტუდენტებისთვის, რომლებსაც უყვართ თავგადასავლები, ბუნება და აქტიური ცხოვრება. სწორედ ეს იდეა გახდა საფუძველი პროექტისთვის „მოლაშქრე სტუდენტები“ 🥾
გაცნობებთ, რომ ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტმა დიანა კოჩალიძემ, ამ იდეაზე დაფუძნებული პროექტით, გაიმარჯვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო პროექტების კონკურსში 🏆
ახლა კი ჩვენი იდეა რეალობად იქცა და ვქმნით BSU Adventure Club-ს 💚
თუ შენც გიყვარს:
🥾 ლაშქრობა
🏕️ კემპინგი
🚌 ექსკურსიები
🌿 გარემოსდაცვითი აქტივობები
📢 უკვე დაიწყო წევრების მიღება!
https://forms.gle/P8VQShXFbknByrkr9
შეავსე სააპლიკაციო ფორმა და გახდი ჩვენი თავგადასავლების გუნდის წევრი ✨