26/05/2026
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის მიერ შექმნილი სამართლებრივი კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა მიმდინარე წლის 23 მაისს, 14:00 საათზე, 523-ე აუდიტორიაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა პროგრამის სტუდენტები ბსუ-დან🤍 შეხვედრა ეხებოდა მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხს, კერძოდ, ძალადობის აღმოფხვრასა და პრევენციას.
მომხსენებელმა ნატო საგინაძემ დამსწრე საზოგადოების ცნობიერება აამაღლა და განმარტა ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ცნება, მათი სახეები❤️
ვგმობთ ძალადობას!
მოგიწოდებთ იმისკენ, რომ აიმაღლოთ ძალადობაზე ხმა❤️
სამართლის კლუბის ,,კანონის ვარსკვლავი/Lex Astra” ადმინისტრაცია მადლობას უხდის ბსუ-ს, განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტს, ქალბატონ ნატო საგინაძეს, ჟანა ბოლქვაძესა და შეხვედრაზე დამსწრე სტუდენტებს⚖️