15/09/2026
🌍 გიწვევთ საჯარო შეხვედრაზე ევროპის სოლიდარობის კორპუსის შესახებ! 💙
გაინტერესებს მოხალისეობა ევროპაში? გინდა გაიგო, როგორ შეგიძლია გახდე ევროპის სოლიდარობის კორპუსის (ESC) მოხალისე და მიიღო საერთაშორისო გამოცდილება? 🇪🇺✈️
📅 26 სექტემბერი
⏰ 19:00–20:00
📍 ონლაინ
„ნაბიჯი წარმატებისკენ“ და ბათუმის ქალთა კლუბი გიწვევენ შეხვედრაზე, სადაც ევროპის სოლიდარობის კორპუსის ყოფილი მოხალისეები გაგიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და მოგიყვებიან, როგორია მოხალისეობა ევროპაში და რა შესაძლებლობებს გთავაზობს პროგრამა.
💬 შეხვედრაზე გაიგებ:
✨ რა არის ევროპის სოლიდარობის კორპუსი;
🌍 როგორ შეგიძლია გახდე მოხალისე ევროპაში;
📝 როგორ ხდება განაცხადის შეტანა და შერჩევა;
🏡 რას მოიცავს მოხალისეობის პერიოდი;
💡 რას გაძლევს ESC-ის გამოცდილება და როგორ შეიძლება ის მომავალში გამოგადგეს.
🗣️ შეხვედრის სპიკერები:
მარიამ ბროლაძე — 🇪🇸 ესპანეთი
ფიქრია სიჭინავა — 🇷🇴 რუმინეთი
გიორგი ბროლაძე — 🇷🇴 რუმინეთი
ანუკი კვეკვესკირი — 🇷🇴 რუმინეთი
ლაშა დიასამიძე — 🇸🇮 სლოვენია
💻 შეხვედრის მოდერატორი:
საბა მანჯგალაძე
📢 წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულოა!
რეგისტრაციის შემდეგ შეხვედრაზე დასასწრებ ონლაინ შეხვედრის ბმულს გაგიზიარებთ.
🔗 სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/jGXEHL6v6v68rVTk9
❗️ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 სექტემბერი.
👉 შემოგვიერთდი, მოისმინე რეალური გამოცდილებები და გაიგე, როგორ შეიძლება დაიწყო შენი ევროპული მოხალისეობრივი თავგადასავალი! 💙
#ბათუმისქალთაკლუბი #მოხალისეობა