02/03/2026
✅დღეს ჩვენს კლუბის წევრებს ქართული ცეკვის სამოსი ვაჩვენეთ. ვისაუბრეთ ეროვნული სამოსის შესახებ, თუ რატომ და როგორ ასახავს ის ერის ისტორიას, კულტურას, წეს-ჩვეულებებსა და იდენტობას.
ქართული ცეკვის სამოსი განსაკუთრებული დიზაინით, ფერებითა და ორნამენტებით გამოირჩევა და განსხვავდება კუთხეების მიხედვით, თითოეულ მათგანს, როგორც ცეკვას, თავისი დამახასიათებელი სტილი და ისტორია აქვს.
კლუბის წევრებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს თითოეული დეტალი, ფერები და დიზაინი, გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები... დღემ ძალიან თბილ და მოტივაციურ გარემოში ჩაიარა❤️✨