Tsodnora Digital Hub

Tsodnora Digital Hub ინოვაციური საგანმანათლებლო და ციფრული განვითარების ცენტრი

🌟გვსურს გაგიზიაროთ ახალი ინიციატივა: გადავწყვიტეთ რაჭაში, ამბროლაურში შევქმნათ ინოვაციური საგანმანათლებლო და ციფრული გან...
22/10/2025

🌟გვსურს გაგიზიაროთ ახალი ინიციატივა: გადავწყვიტეთ რაჭაში, ამბროლაურში შევქმნათ ინოვაციური საგანმანათლებლო და ციფრული განვითარების ცენტრი ყველა ასაკის ადამიანისთვის 🌟

კურსები აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რაც მომავალში დაეხმარება მონაწილეებს დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად და მოთხოვნად პოზიციებზე.

სასწავლო სივრცე, რომელიც მოეწყობა ამბროლაურში, აღჭურვილი იქნება კომპიუტერული ტექნიკითა და ყველა საჭირო სასწავლო რესურსით.
კურსებს გაუძღვებიან საქართველოში ცნობილი, სფეროს პროფესიონალები, რომლებიც მონაწილეებს დაეხმარებიან პროფესიული უნარჩვევების განვითარებაში.

ვგეგმავთ ორი ასაკობრივი ჯგუფის შექმნას:
• 14–19 წლის მოსწავლეები
• 20+ მონაწილეები

შესაბამისად, კურსები განკუთვნილია არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის, არამედ მცირე ბიზნესის მფლობელებისთვისაც, რათა შეძლონ საკუთარი ბიზნესის გაციფრულება, სოციალური მედიის ეფექტურად მართვა და კონტენტის შექმნა. ეს კი პირდაპირ ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის განვითარებას (გაყიდვების ზრდას, მომხმარებელთა მოზიდვას, ცნობადობის ამაღლებას).

👉 ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ კურსების ჩამონათვალი და მოკლე აღწერა: https://forms.gle/3Cs2k2JYmub3Jrk89

ასევე გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე და დააფიქსიროთ თქვენი აზრი: ასეთი სკოლის არსებობის შემთხვევაში, რომელი მიმართულება უფრო დაგაინტერესებდათ?

თქვენი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მიღებული შედეგების საფუძველზე დავიწყებთ მუშაობას და მალე გაგიზიარებთ დაზუსტებულ ლოკაციასა და სასწავლო პირობებს.

📣 პირველ ნაკადში ჩაწერილი მონაწილეებისთვის გვექნება სპეციალური შეთავაზებები!

დაინტერესების ან დამატებითი კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: [email protected]

ან დატოვოთ კომენტარი და ეტაპობრივად ყველას გიპასუხებთ.

🌟 თუ გსურს შეაბიჯო თანამედროვე ციფრულ სამყაროში, სადაც მიღებული ცოდნით შეძლებ დაიწყო, ან განავითარო კარიერა მაღ...

Address

Ambrolauri

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tsodnora Digital Hub posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category