23/05/2025
⭐️ გლოუს კლუბმა დაასრულა ფუნქციონირება!
ჩვენი პატარა, მაგრამ ენერგიული კლუბი ოფიციალურად დაიხურა. თუმცა სანამ ეს მოხდებოდა, ბევრი საინტერესო და სახალისო რამ გავაკეთეთ ერთად:
– ვისაუბრეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, გოგოების ლიდერობა და თვითშეფასება
– ჩავატარეთ შეხვედრები, ვიმუშავეთ გუნდურად და ახალი იდეებიც შევქმენით
– გავატარეთ დრო მხიარულად — ვთამაშობდით, ვწერდით და ვიცინოდით
– გავიცანით ერთმანეთი უკეთ და ვიპოვეთ ახალი მეგობრები
– გავხდით უფრო თავდაჯერებულები და თამამები საკუთარი აზრის გამოხატვაში
✨️გლოუ ჩვენთვის უბრალოდ კლუბი არ იყო — ეს იყო ადგილი, სადაც ვიზრდებოდით, ვსწავლობდით და ვერთობოდით ერთად.
✨️მიუხედავად იმისა, რომ კლუბი დაიხურა, ჩვენი გამოცდილება და მოგონებები დაგვრჩება სამუდამოდ. მადლობა ყველას, ვინც იყო ამ გზაზე და წვლილი შეიტანა გლოუს ბრწყინვალე ისტორიაში!