27/09/2026
📚 NICE Studio Academy-ში მკითხველთა კლუბის შეხვედრები უკვე დაიწყო!
27 სექტემბერს მკითხველთა კლუბის პირველი შეხვედრა გაიმართა. პირველი შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. პედაგოგმა ბავშვებს გააცნო კლუბის მიზანი, შეხვედრების ციკლი, ფორმატი და ის აქტივობები, რომლებიც მათ წინ ელოდებათ.
მომდევნო შეხვედრებზე ბავშვები წაიკითხავენ და განიხილავენ წიგნებს, იმსჯელებენ პერსონაჟებზე, მოვლენებსა და მთავარ საკითხებზე, გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს და სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას.
📖 წინ ბევრი საინტერესო წიგნი, საუბარი და აღმოჩენა გველოდება.
მკითხველთა კლუბში ჩასაწერად ჯერ კიდევ გაქვთ დრო , გელოდებით! 🤍