სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Abasha
  • სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლა ჩვენ ვზრუნავვთ მომავალ თაობაზე...

მართალია, 15 სექტემბრიდან რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა ახალი სასწავლო წლის დაწყების სიხარული და პირველი დღის ემოციები ჯერ...
18/09/2026

მართალია, 15 სექტემბრიდან რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა ახალი სასწავლო წლის დაწყების სიხარული და პირველი დღის ემოციები ჯერ კიდევ გრძელდება ჩვენს სკოლაში!

ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და პედაგოგებო, სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლა, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

განსაკუთრებული სითბოთი გვინდა მივესალმოთ ჩვენს პირველკლასელებს. თქვენთვის სკოლის კარი პირველად გაიღო და გვჯერა, რომ წინ უამრავი საინტერესო აღმოჩენა და ცოდნით სავსე თავგადასავალი გელით.

გთავაზობთ სწავლის დაწყების პირველი დღის კადრებს, სადაც ჩვენი მოსწავლეების ბედნიერი სახეებია აღბეჭდილი.

გისურვებთ წარმატებულ, ნაყოფიერ და მშვიდობიან სასწავლო წელს!

#სასწავლოწელი #15სექტემბერი #პირველკლასელები #ჩვენისკოლა

22/08/2026

აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ჩარიცხულ პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ!

• გაცნობებთ, რომ პირველკლასელთათვის მოსწავლეთა სასკოლო ფორმების გაცემა დაიწყეება 2026 წლის 1 სექტემბერს, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე (შესვენება 13:00-დან 14:00 საათამდე), სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლიდან (მისამართი: აბაშა, შუბლაძის ქუჩა N 23).
• სასკოლო ფორმების გაცემა განხორციელდება წინასწარ შედგენილი გრაფიკით. მშობლებს გრაფიკით განსაზღვრულ დღეს აცნობებს იმ სკოლის დირექცია, სადაც დარეგისტრირებულია მოსწავლე.
• სასკოლო ფორმის რეალიზაცია ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ხოლო საბანკო გადახდის ტერმინალის არარსებობის (საბანკო ტერმინალი იქნება ადგილზე) ან გაუმართაობის შემთხვევაში — საბანკო გადარიცხვის მეშვეობით.
• ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება შესაძლებელია ზომის შეუსაბამობის შემთხვევაში (ერთჯერადად) ან ქარხნული წუნის არსებობისას.
• საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 აგვისტოს №364 დადგენილებით დამტკიცდა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა.
• პროგრამის ფარგლებში სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემათ მოსწავლეებს, რომლებიც:

- რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია;
- ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
- განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
- ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
- განთავსებულნი არიან ბავშვთა სახლში;
- 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

სასკოლო ფორმების ფასი:
• ვაჟებისთვის — 1 პიჯაკი (45 ლარი) და 2 შარვალი - (ერთეულის ფასი 25 ლარი)
• გოგოებისთვის — 1 პიჯაკი (45 ლარი) 1 შარვალი - (25ლარი) და 1 ქვედაბოლო (25ლარი)

წარმატებულ 2026-2027 სასწავლო წელს გისურვებთ!

09/08/2026
წარმატებები ნანუკას და მის მეგობრებს.
23/07/2026

წარმატებები ნანუკას და მის მეგობრებს.

15 ივნისი ჩვენ სკოლაში მართლაც უჩვეულო და გამორჩეული დღე იყო. საჯარო სკოლის საბაზო საფეხური ერთდროულად IX და X კლასების ...
21/06/2026

15 ივნისი ჩვენ სკოლაში მართლაც უჩვეულო და გამორჩეული დღე იყო. საჯარო სკოლის საბაზო საფეხური ერთდროულად IX და X კლასების საუკეთესო მოსწავლეებმა წარმატებით დაამთავრეს.
მეათეკლასელებმა საოცარი და შესანიშნავი გამოსამშვიდობელი საღამო მოაწყვეს. ერთად განვლილმა საუკეთესო წლებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი მოსწავლეების ნიჭი მრავალფეროვანი და უსაზღვროა! სიმღერების საოცარი შესრულებით, ლამაზი ცეკვებითა და მხიარული, იუმორით გაჯერებული სკეტჩებით მათ დამსწრე საზოგადოება გაახალისეს და აუმაღლეს განწყობა.
დასასრულს მათ უთბილესი მადლობა გადაუხადეს: აღმზრდელ-მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას - მუდმივი მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის; სკოლის თითოეულ თანამშრომელსა და მომსახურე პერსონალს; ასევე, მოწვეულ სტუმრებს, მშობლებსა და დამსწრე საზოგადოებას, ვინც ეს ლამაზი დღე მათთან ერთად გაიზიარა.
ჩვენი სკოლა დიდ მადლობას უხდის X კლასის მოსწავლეებსა და კლასის ხელმძღვანელს თამთა ძველაიას, მასწავლებლებს ნატალია გელიტაშვილსა და ბელა კუჭუხიძეს ასეთი თბილი, ორგანიზებული და ემოციური საღამოსთვის!
ჩვენო ძვირფასებო! IX და X კლასის მოსწავლეებო! სკოლა გზას დაგილოცავთ ცხოვრების მომდევნო, ახალ ეტაპზე.
ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ თქვენი წარმატებებით არაერთხელ ასახელებთ მშობლიურ სკოლას. წინ დიდი და ნათელი მომავლისკენ!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მშობლიური სკოლის დირექცია და მასწავლებლები❤️❤️❤️❤️❤️

ნოღოხაშის საჯარო სკოლაში პირველი ოთხი სასწავლო წელი  მეოთხე კლასელებისთვის  საზეიმოდ შეჯამდა!ცოდნის პირველი საფეხური დაძ...
13/06/2026

ნოღოხაშის საჯარო სკოლაში პირველი ოთხი სასწავლო წელი მეოთხე კლასელებისთვის საზეიმოდ შეჯამდა!
ცოდნის პირველი საფეხური დაძლეულია! მეოთხე კლასის მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის დასრულება მრავალფეროვანი შემოქმედებითი ღონისძიებით აღნიშნეს. მათ შეასრულეს ულამაზესი სიმღერები , ცეკვები, წაიკითხეს ლექსები და წარმოადგინეს საინტერესო ინსცენირება.
ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი და სიურპრიზი შემატა მოსწავლეთა დედების მიერ შესრულებულმა ულამაზესმა ცეკვამ, რამაც დღესასწაული კიდევ უფრო ლამაზი, ემოციური და დასამახსოვრებელი გახადა როგორც ბავშვებისთვის, ისე ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებისთვის.
საოცრად თბილი და ემოციური აღმოჩნდა დამრიგებელთან, ირმა გვაზავასთან დამშვიდობების წუთები, რომელმაც თავის საყვარელ ბავშვებს მომავალი გზა დაულოცა: „დამთავრდა ის 4 წელი, რომელმაც ცოდნის საფუძვლებს დაგაუფლათ, გაგზარდათ და დაგაფრთიანათ. წინ! წარმატებისკენ ჩემო ბავშვებო!“
ჩვენი პატარები მეხუთე კლასში გადავიდნენ და რა თქმა უნდა წინ უამრავი საინტერესო გამოწვევა ელოდებათ. სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი დიდ წარმატებებს უსურვებს მათ მომავალ სასწავლო წლებში!

ნოღოხაშის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად საწრეო მეცადინეობების შემაჯამებელი ლიტერატურულ...
12/06/2026

ნოღოხაშის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად საწრეო მეცადინეობების შემაჯამებელი ლიტერატურული ღონისძიება გამართა.მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები წრეზე, სადაც შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ინგლისურენოვან საბავშვო ლიტერატურას.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ჯეიმს ბარის ,,პიტერ პენი" და წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები. ინგლისურ ენაზე ისაუბრეს მოთხრობის შინაარსზე, ვტორსა და თავიანთ საყვარელ პერსონაჟებზე.
მე-3 კლასელებმა კი, ,,პინოქიოს" ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს. მათ დაამზადეს ლამაზად გაფორმებული კედლის გაზეთი, გაგვაცნეს რჩეული პერსონაჟები.

„არ ვიცით? ვიცით!“ — ნოღოხაშის საჯარო სკოლის მეორე კლასელთა საზეიმო შემაჯამებელი ღონისძიება 11 ივნისს ნოღოხაშის საჯარო ს...
11/06/2026

„არ ვიცით? ვიცით!“ — ნოღოხაშის საჯარო სკოლის მეორე კლასელთა საზეიმო შემაჯამებელი ღონისძიება
11 ივნისს ნოღოხაშის საჯარო სკოლაში ნამდვილი სადღესასწაულო და ამაღლებული განწყობა სუფევდა! მეორე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ დარეჯან ცომაიასთან ერთად, წარმოადგინეს ულამაზესი შემეცნებითი და შემოქმედებითი ღონისძიება სახელწოდებით — „არ ვიცით? ვიცით!“
პატარებმა მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა, ნიჭი და შემოქმედებითი უნარები სცენაზე გააცოცხლეს: ემოციურად და დიდი მონდომებით წაიკითხეს ლექსები; ააჟღერეს მელოდიური სიმღერები;სცენა დაამშვენეს ცეკვით
ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებასა და ქორეოგრაფიულ სრულყოფილებაზე იზრუნეს მუსიკის მასწავლებელმა ე. ძველაიამ და სპორტის მასწავლებელმა თ. ძველაიამ, რომლებმაც ეს დღე მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო შთამბეჭდავი და დაუვიწყარი გახადეს.
ღონისძიების დასასრულს კი განსაკუთრებით აღმოჩნდ მეორე კლასელებისთვის — წარმატებული სასწავლო წლის ბოლოს, მასწავლებელმა დ. ცომაიამ პატარებს საზეიმოდ გადასცა მეორე კლასის დასრულების სიგელები!
ვულოცავთ ჩვენს საამაყო მეორეკლასელებს და მათ დამრიგებელსა სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას წინ კიდევ უამრავი შემოქმედებითი და ინტელექტუალური მწვერვალია!

Address

შუბლაძის ქ. №23
Abasha

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category