ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტი

Share

თესაუს ჰუმანიტარები

უცხო ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტი მოიცავს ოთხ მიმართულებას: ინგლისური ენა და ლიტერატურა, ფრანგული ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა და ლიტერატურა, რუსული ენა და ლიტერატურა. დეპარტამენტში სწავლება სამივე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ფუნქციონირებს. შესაბამისად სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ბაკალავრიატის დონეზე გაიღმაონ ცოდნა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენებისა და ლიტე

Photos from ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტი's post 13/05/2025

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ვიზიტი ტარნოვის უნივერსიტეტში, პოლონეთი

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი შორენა ლაზვიაშვილი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთში, ტარნოვის უნივერსიტეტში (AKADEMIA TARNOWSKA). აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა პერსონალის მობილობის კომპონენტის ფარგლებში (Staff mobility for teaching).
ვიზიტის ფარგლებში, შორენა ლაზვიაშვილმა ჩაატარა ლექციები ინგლისური ფილოლოგიისა და ინგლისური ფილოლოგია ბიზნეს მიზნებისთვის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრები ადგილობრივ აკადემიურ პერსონალთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. მხარეებმა იმსჯელეს მიმდინარე თანამშრომლობაზე და დაგეგმეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, რაც გულისხმობს როგორც სტუდენტურ, ისე პერსონალის მობილობას და ერთობლივ საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში ჩართვას.
ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ პარტნიორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას და საერთაშორისო აკადემიური სივრცის განვითარების ხელშეწყობას.

Photos from ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტი's post 03/07/2024

2024 წლის 21 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა XIII სტუდენტური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. კერძოდ, ლინგვისტიკის სამაგისტრო პროგრამის II კურსის სტუდენტი - დიანა ბაღდადელიშვილი (,,ზოგიერთი კონცეპტის გააზრებისათვის ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში (ორიგინალი და ინგლისურენოვანი თარგმანების შეპირისპირებითი ანალიზი); ხელმძღვანელი: პროფ. ნუნუ გელდიაშვილი); ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: გიორგი ზუბიტაშვილმა („სიყვარულის კონცეფცია ვისრამიანში“; ხელმძღვანელი - ასოც. პროფ. ნინო გიორგაძე) და ეკატერინე მამნიაშვილი (,,საკუთარი ოთახის" ისტორია-ვირჯინია ვულფის ,,საკუთარი ოთახისა" და ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა ,,კონას" მიხედვით; ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ნინო გოგიაშვილი).

Photos from ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტი's post 03/07/2024

მიმდინარე წლის 28 ივნისს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში "კლასიკოსთა გაკვეთილების" სერიიდან ჩატარდა ოტია იოსელიანისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელიც გაიმართა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თსუ არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ბესარიონ ჯორბენაძის საზოგადოების ეგიდით. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა, ისე მოწვეულმა საპატიო სტუმრებმა.

Photos from ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტი's post 03/07/2024

მიმდინარე წლის 7-8 ივნისს აკაკი წერეთლი სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ქართველური ენათმეცნიერების მაგისტრანტთა და დოქტორანტთა XVI კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა - ია გრიშკაშვილმა და ნაზი ღარიბაშვილმა. მათ, კონფერენციაზე წარადგინეს მოხსენება "სამეტყველო ეტიკეტის კონცეფტოსფერო ქართულსა და ინგლისურში" (ხელმძღვანელები: პროფ. ნუნუ გელდიაშვილი და პროფ. მანანა ღარიბაშვილი).

Photos from ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტი's post 03/07/2024

მიმდინარე წლის 25 ივნისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით პოლონეთის ტარნოვის უნივერსიტეტის პროფესორები ესტუმრნენ, რომლებმაც ადგილზე არაერთი შეხვედრა გამართეს როგორც აკადემიურ პერსონალთან, ისე სტუდენტებთან. შესაბამისად, საქმიანი შეხვედრა გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის როგორც აკადემიურ პერსონალთან, ისე სტუდენტებთან. შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა. დაისახა სამომავლო გეგმები და შემუშავდა თანამშრომლობის საინტერესო სტრატეგიები. სტუმრებმა მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს რიგით VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში "კულტურათაშორისი დიალოგები", რომელიც გაიმართება 2025 წლის შემოდგომაზე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

Photos from ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტი's post 14/03/2024

მიმდინარე წლის 14 მარტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა სკოლის მოსწავლეთა რეგიონალურ ოლმპიადას ინგლისურ ენაში, რომელიც ჩატარდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის მანანა ღარიბაშვილისა Manana Garibashvili და მშვიდობის კორპუსის მოხალისის ჯერი ბლაითფილდის Jerry Blitefield ინიციატივით. ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ, აგრეთვე, უცხო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი ჯონ ვენდელი და ფულბრაიტის (ETA) პროგრამის მონაწილე ვალენტინა დორენი Doren. ღონისძიების მიზანი იყო ურთიერთობების გამყარება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რეგიონის საჯარო სკოლებს შორის და, ამავდროულად, სკოლის მოსწავლეებში ინგლისური ენის სიღრმისეულად დაუფლების მოტივაციის ამაღლება. ოლიმპიადაში მონაწილეობა მიირეს თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. უდიდესი მადლობა Roddy Scott Foundation Centre Nana Papunashvili და ლია მარგოშვილს. მათი ორგანიზაციის მოსწავლეებმაც, ასევე, აქტიური მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში.

Photos from ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტი's post 28/02/2024

მიმდინარე წლის 28 თებერვალს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ მიქელაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია „როგორ დავნერგოთ ხელოვნური ინტელექტით მომუშავე ენის შემსწავლელი აპლიკაცია ინგლისური ენის სწავლებისას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.“ შეხვედრას ესწრებოდა ინგლისური ენის მიმართულებით აკადემიური პერსონალი. განხილული იყო გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილი ექსპერიმენტული სწავლების მეთოდოლოგია, აპლიკაციის გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა და მოსალოდნელი სწავლის შედეგები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია კითხვა&პასუხის რეჟიმში. შეხვედრა შედგა მშვიდობის კორპუსის მოხალისის ჯერი ბლაითბილდის ხელშეწყობით.

კავკასიის კონსერვაციის კორპუსის (CCC) აპლიკაცია 2024 27/02/2024

Peace Corps Georgia announces an excellent opportunity provided by the non-governmental organization, Trans Caucasian Trail (https://transcaucasiantrail.org/en/home/) for Georgians, 18-30 years of age, who love the outdoors and who would like to get paid working in them: an invitation to join the Caucasian Conservation Corps.


Caucasian Conservation Corps (CCC) - is currently recruiting 18+ youth for paid assignments. The assignment lasts for 6 months (May-October 2024), for a total of 50 learning+working days; the total remuneration for the selected candidates is about 2250 GEL.



Here is a summary of the project, followed by two useful links:

Caucasian Conservation Corps (CCC)

TCT in cooperation with the United States Forest Service relaunched the Caucasus Conservation Corps (CCC) program that started in 2020.

CCC is the first conservation corps program in the region and aims to create a base of environmental leaders to lead technical restoration, trail planning and conservation programs in Georgia's protected areas.

⚒ In May 2024, the Caucasus Conservation Corps program will begin. The training and work process will be led by the technical group of the Transcaucasian Trail.

👉 Before filling out the application, please familiarize yourself with the information brochure, which will give you an idea about the specifics of the program, conditions of participation and compensation: https://rb.gy/rgzop2

🔺 Both the study and working period of the conservation corps are remunerated.

🔺Location: Georgia, Armenia and Azerbaijan

🟢 The program is funded by the US Forest Service.

🟢 The Caucasus Conservation Corps will interest you if:

You are 18-30 years old living in Georgia

You love hiking and nature

You can do physically challenging jobs and hike long distances with hiking gear

You want to experience life in the field

You are eager to become a participant in the creation of the first long-distance trail (1500 km) in the region

You want to participate in the world's first Regional Conservation Corps program and travel to neighboring countries

You want to contribute to the development of protected areas and trail networks in the Caucasus region

You want to acquire new skills, experience and meet new people

What does the Caucasus Conservation Corps provide:

scholarship during the study period, salary after the study period;

transportation both within the country and outside the borders;

working tools;

personal safety equipment for field work;

waterproof boots, jacket and pants;

food;

Camping equipment (if needed);

educational materials.

❗️ The last date for receiving applications is March 20! The application will be closed at the end of the day and applicants will be contacted after the deadline

Here are two useful links:

information brochure – https://drive.google.com/file/d/1YD07X2klEgXfybIsoM57xOOBzfimqBKG/view
application form https://docs.google.com/forms/d/1Uclxe1tduC0xih3zRB1Q2s0WfJFfu7CnmBasnxZERZg/viewform?chromeless=1&fbclid=IwAR3xrZuvPrDo7vM_LT9I0DScK7NtzeDNEYxOk8ZwTL1m2rldNM6h6nbeAik&edit_requested=true

კავკასიის კონსერვაციის კორპუსის (CCC) აპლიკაცია 2024 🗻ტრანსკავკასიური ბილიკის საქართველოს ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სერვისთან თანამშრომლ.....

Photos from ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტი's post 27/02/2024

ვალენტინა დორენი, რომელიც ფულბრაიტის პროგრამის (ETA) მონაწილე გახლავთ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში. ვალენტინა დორენმა ამერიკის კუთხეში გამართა შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან და გაუზიარა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივ მსმენელებს.

Want your school to be the top-listed School/college in საქართველო?

Click here to claim your Sponsored Listing.

Category

Address

ქართული უნივერსიტეტის ქ. #1, თელავი
საქართველო
2200

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00