თესაუს ჰუმანიტარები

თესაუს ჰუმანიტარები თესაუს ჰუმანიტარები

უცხო ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტი მოიცავს ოთხ მიმართულებას: ინგლისური ენა და ლიტერატურა, ფრანგული ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა და ლიტერატურა, რუსული ენა და ლიტერატურა. დეპარტამენტში სწავლება სამივე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ფუნქციონირებს. შესაბამისად სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ბაკალავრიატის დონეზე გაიღმაონ ცოდნა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენებისა და ლიტერატურის მიმართულებით. მათ, აგრეთვე, შესაძლებლობა აქვთ სწავლა განაგრძონ შემგდომ ეტაპზე (მაგისტრატურა) ტიპოლოგიური ლინგვისტიკისა და მთარგმნელობითი საქმის მიმართულებით. აგრეთვე, დარგის(ინგლისური, გერმანული) სწავლების მეთოდიკის მიმართულებით. სამეცნიერო მუშაობით დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ სწავლა განაგრძონ მესამე ეტაპზე (დოქტორანტურა) როგორც ტიპოლოგიური ლინგვისტიკის მიმართულებით, აგრეთვე ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკის მხრივ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციაზე!2026 წლის 12-13 ივნი...
07/07/2026

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საერთაშორისო
კონფერენციაზე!

2026 წლის 12-13 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარული და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის -„ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“-ფარგლებში ჩატარდა რიგით XVI სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის მიმართულების II და III კურსის სტუდენტებმა:
1.მარიამ ბიწაძე, მეგი მელაიძე-„ვეფხისტყაოსნის“ ელჩები-ევროპელი რუსთველოლოგები, ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო გიორგაძე
2. ლიკა ოხანაშვილი-მეცნიერული ეთიკა და ინტელექტუალური მადლიერება (კორნელი კეკელიძე ელგუჯა ხინთიბიძის კვლევით სივრცეში), ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო გიორგაძე
საგულისხმოა, რომ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტთა მოხსენებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია და სათანადო შეფასებაც დაიმსახურა.

📖 დიდი და უმნიშვნელოვანესი ამბავი მოხდა „მწერალთა სახლში"პროექტი „მწერლის შემოქმედებითი პორტრეტი" საქართველოში პირველად ...
07/07/2026

📖 დიდი და უმნიშვნელოვანესი ამბავი მოხდა „მწერალთა სახლში"
პროექტი „მწერლის შემოქმედებითი პორტრეტი" საქართველოში პირველად განხორციელდა და გამოიცა ამ სახელწოდების პირველი წიგნი, რომელიც დამსახურებულად მიეძღვნა თანამედროვეობის დიდ ქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს — დავით შემოქმედელს.
ამ სასიხარულო და საშვილიშვილო ღონისძიების პატრონაჟი ეკუთვნის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
წიგნში დაბეჭდილია პროფესორების — ნინო გიორგაძის, მანანა ღარიბაშვილის, რამაზ მეფარიშვილის, კობა წურწუმიას, შორენა წიგნაძის, თინათინ თევზაძისა და მწერალ ნინო ქუთათელაძის წერილები, ასევე ფილოლოგიის დოქტორის, პოეტისა და დეკანოზის, ილია ჩიკვაიძის მიძღვნითი ლექსი.
საღამოს უძღვებოდა წიგნის რედაქტორი, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი.
პროექტი „მწერლის შემოქმედებითი პორტრეტი", ყოველწლიური სერიული გამოცემებით, მიზნად ისახავს თანამედროვე ქართველ მწერალთა შემოქმედების სისტემურ მეცნიერულ კვლევასა და პოპულარიზაციას.
საღამოზე დავით შემოქმედელმა თავად წაიკითხა წიგნში შესული საკუთარი ლექსები.
ნამდვილად დაუვიწყარი საღამო იყო. მადლობა ყველას, ვინც ეს საჭირო და მნიშვნელოვანი საქმე ჩაიფიქრა და განახორციელა. 🙏📚

3 ივლისს სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლამ უმასპინძლა ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას „კლასიკოსთა გაკვეთილები"გულწრფელი ...
07/07/2026

3 ივლისს სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლამ უმასპინძლა ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას „კლასიკოსთა გაკვეთილები"

გულწრფელი მადლობა გვინდა გადავუხადოთ თითოეულ მონაწილეს აქტიური და შინაარსიანი ჩართულობისთვის — სწორედ თქვენი ენერგიითა და ცოდნით გამდიდრდა ეს დღე.

განსაკუთრებული და დიდი მადლობა სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლას და მის დირექტორს, ქალბატონ ლალი აირაჯულს, ისეთი თბილი და საზეიმო მასპინძლობისთვის, რომელიც ნამდვილად არნახული და დასამახსოვრებელი იყო.

განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო სკოლის მოსწავლეების გამოსვლა — ბავშვებმა საოცარი ფოლკლორული სიმღერებისა და საგალობლების შესრულებით ცოცხლად წარმოგვიდგინეს ჩვენი კულტურის სიღრმე და სილამაზე.

დიდი მადლობა ასევე თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და მის ხელმძღვანელობას, რომლებიც ყოველთვის მზად არიან თელავის უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და საინტერესო აქტივობების ორგანიზებით ხელი შეუწყონ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებას.

ერთად ვქმნით მომავალს, რომელშიც კლასიკოსთა სიბრძნე ახალგაზრდობას სწავლის, შთაგონებისა და ერთობის საბაბად იქცევა. 🙏📚✨

14 აპრილს, დედაენის დღეს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი განსაკუთრებული სულისკვეთებით აღინიშნა. გაიმართა საინტერესო ფორ...
22/05/2026

14 აპრილს, დედაენის დღეს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი განსაკუთრებული სულისკვეთებით აღინიშნა. გაიმართა საინტერესო ფორუმი, სადაც სტუდენტები საუბრობდნენ ქართული ენის ისტორიაზე, მის მნიშვნელობაზე არაქართულენოვან გარემოში და დიდი ქართველი პედაგოგის ღვაწლზე. ფორუმის ფარგლებში ჩატარდა ვორქშოფი — სტუდენტებმა ქართული შრიფტის საკუთარი უნიკალური ფონტი შექმნეს, გამოვლინდნენ კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები და საჩუქრები გადაეცათ. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ კი სპეციალური გამოფენა მოაწყო. ღონისძიება გახდა კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რომ ქართული ენა ჩვენი ყველაზე ძვირფასი მემკვიდრეობაა. 💙
#დედაენისდღე #ქართულიენა #თელავისუნივერსიტეტი

On April 14th, Mother Language Day, Telavi State University marked the occasion with a spirit-filled forum. Students delivered presentations on the history of the Georgian language, its significance in non-Georgian-speaking environments, and the legacy of a great Georgian educator. The forum also featured a creative workshop where students designed their own unique Georgian typeface fonts, calligraphy competition winners were announced, and symbolic gifts were presented. The university library organized a special exhibition for the occasion. The event served as yet another reminder that the Georgian language is our most precious cultural heritage. 💙


ფორუმის მონაწილეებს უნივერსიტეტის რექტორი შალვა ჭკადუა მიესალმა.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ვიზიტი ტარნოვის უნივერსიტეტში, პოლონეთიიაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის ...
13/05/2025

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ვიზიტი ტარნოვის უნივერსიტეტში, პოლონეთი

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი შორენა ლაზვიაშვილი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთში, ტარნოვის უნივერსიტეტში (AKADEMIA TARNOWSKA). აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა პერსონალის მობილობის კომპონენტის ფარგლებში (Staff mobility for teaching).
ვიზიტის ფარგლებში, შორენა ლაზვიაშვილმა ჩაატარა ლექციები ინგლისური ფილოლოგიისა და ინგლისური ფილოლოგია ბიზნეს მიზნებისთვის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრები ადგილობრივ აკადემიურ პერსონალთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. მხარეებმა იმსჯელეს მიმდინარე თანამშრომლობაზე და დაგეგმეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, რაც გულისხმობს როგორც სტუდენტურ, ისე პერსონალის მობილობას და ერთობლივ საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში ჩართვას.
ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ პარტნიორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას და საერთაშორისო აკადემიური სივრცის განვითარების ხელშეწყობას.

Address

ქართული უნივერსიტეტის ქ. #1, თელავი
საქართველო
2200

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თესაუს ჰუმანიტარები posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category