13/08/2025
სამხატვრო აკადემიის თეატრალური დასი ARTbridge
თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენ? This is a hymn to human rights values. "Liberty" was perfomed by the. Tbilisi, Georgia, on 22 of December 2015 at 7:30pm
პროექტი ორგანიზატორებისა და სამხატვრო აკადემიის თეატრალური დასის მიერ მეორე წელია წარმატებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში სპექტაკლს კონკურსით შერჩეული სტუდენტები და სპეციალურად პროექტისთვის მოწვეული დამდგმელი რეჟისორები წარმოადგენენ. აკადემიის სახელოსნოებში სპექტაკლისთვის სტუდენტები თავად ქმნიან ესკიზებს, ბუტაფორიებს, კოსტიუმებს, პოსტერებს; პროცესში შეისწავლიან იმ საჭირო საფუძვლებს, რაც მათ ს
13/08/2025
04/01/2024
მოგესალმებით მინდა მოგაწოდოთ მცირედი ინფორმაცია ჩვენი ბოლო პერფორმანსის შესახებ სახელად "ერთობა" შეგახსენებთ, რომ პერფორმანსის პრემიერა შედგება 8 იანვარს 18:00 საათზე თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში🥰
პროექტის ორგანიზატორები არიან ქეთი მეგრელიძე და მარინა ჩხიკვიშვილი❤️
ეს პროექტი წარმოადგენს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლაბორაციას ❤️
პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა ვორქშოფი ხატვაში შშმ პირებთან აკადემიის თვითმმართველობის დახმარებით❤️
17/05/2019
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ ⬇️
ჰოჲ | EVENTIKZ პ რ ე მ ი ე რ ა - ,,ჰოჲ''
09/04/2017
დღეს 8 საათზე გელით 👏👏👏❤️
29/03/2017
👗 მარიამ ქემოკლიძე არასოდეს ამბობს უარს ახალ გამოწვევებზე. პოზიტიური ადამიანია და უყვარს როდესაც სხვებსაც სიხარულს ანიჭებს. ცხოვრება ხელოვნებას დაუკავშირა, რადგან იცის, რომ ხელოვნებას ბევრი ადამინის გაბედნიერება შეუძლია. 21 წლის მარიამი მოდის დიზაინის მეოთხე კურსის სტუდენტია და მესამე წელია დასის ერთგული წევრია. მარიამს დასში თავისი ნიშა აქვს. სახასიათო სტილითა და პლასტიკით ის ყოველთვის გაამდიდრებს ART Bridge - ის სპექტაკლებს.
21/03/2017
📸 ელენე რუხაძე დასს 3 წლის წინ შემოუერთდა. კარგად იცის დასის პირველი ნაბიჯები, მისი წარმატება და სისუსტეები. დასთან ერთად გაიარა ორი წარმატებული პრემიერა და ახლაც მზად არის ახალ გამოწვევებს უპასუხოს.
21 წლის მულტიმედიის მეოთხე კურსის სტუდენტი ცხოვრებაში მრავალმხრივი ინტერესებისა და „სიხარულების“ ძიებაშია: მოგზაურობა, ლაშქრობები, სნოუბორდით სრიალი და კიდევ...
კიდევ ფოტოგრაფია და ფირზე ასახული ათასობით ფოტო, ათასობით კადრი და ემოცია, რომელიც მას სამყაროს აღქმაში ეხმარება.
16/03/2017
✹ მანანიკო ბაქრაძე, 18 წლის, ფერწერის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. მიუხედავად იმისა, რომ თავს მსოფლიოში ყველაზე არაპუნქტუალურ ადამიანად მიიჩნევს, მისი ინტერესების გაღვივებას, მიზნების ჩამოყალიბებასა და საქმის სიყვარულს ეს ხელს ნამდვილად არ უშლის.
ფაქტია - დღეს ის დასის წარმატებული წევრია, კინოსა და თეატრის სიყვარულის გამო კი მომავალში რეჟისორობასაც აპირებს.
წარმატებები მას!
14/03/2017
👒 მხოლოდ ფერმწერს შეუძლია იყოს ასეთი მრავალმხრივი. მრავალ-ფეროვანი სამყაროს აღქმა და მისი ფურცელზე გადატანა განსაკუთრებულ თვალსა და ფანტაზიას გამოსდის.
24 წლის ფერმწერი, ბორენა ნაჭყებია სწორედ ასეთია: მზადება პერსონალური გამოფენისთვის, კინორეჟისურა, ფოტოგრაფია, ლაშქრობა, ცურვა, მცენარეების მოვლა, ბუნება ინტერესთა და საქმიანობათა ის მოკლე ჩამონათვალია, რაც მის შემოქმედებას თან გასდევს და შთაგონებას ჰმატებს.
დასში ახალია და ახალ გამოწვევებსაც თამამად ელის!
13/03/2017
ჩვენი დასი ცოცხალი ორგანიზმია, ის განვითარებას აგრძელებს. მონდომებული, მოტივირებული სტუდენტებისა და პროფესიონალი რეჟისორების დამსახურებით წინ კიდე ერთი საინტერესო პრემიერა გველის. მანამდე კი დასის წევრები გავიცნოთ!
🔥 მათე!
→ საკუთარი თავის რწმენა უმთავრესია უმთავრესთა შორის. ჩვენი დღევანდელი პერსონაჟი სწორედ ამ აზრს მიჰყვება. პროფესიით ხელოვნებათმცოდნეს ყოველთვის სჯეროდა, რომ შინაგანად მსახიობი იყო, სჯეროდა და ახლა მზად არის სხვებიც დააჯეროს. არაჩვეულებრივი პლასტიკითა და სამსახიობო ოსტატობით მათე სპექტაკლის პრემიერაზე აუდიტორიის მოხიბვლას ეცდება.
გამოუვა კიდეც! ეს დასი ხომ მისი ახალი სიყვარულია, სიყვარულით ნაკეთებ საქმეს წინ დიდი წარმატება ელის.
ARTBridge იმედის დილაში კიდევ ერთი წარმატებული წარმოდგენის შესახებ
იმედის დილა (პ/ე) (გაგრძელება) - იმედი (მაღალი ხარისხით) ლაივი იმედის დილა (პ/ე) (გაგრძელება) - იმედი (მაღალი ხარისხით) Live. იმედის დილა (პ/ე) (გაგრძელება) - იმედი (მაღალი ხარისხით)-ს ყურება ონლაინ. გადახვევით და დაპაუზებით. სატელევიზიო პროგრამა.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Contact the school
Telephone
Website
Address
საქართველო
0108