ს. კ.

ს. კ. Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ს. კ., თელავი, თელავი.

15/05/2015
01/12/2014

თელავის ახალგაზრდული კლუბი სტუმრად იმყოფებოდა ტელეკომპანია თანამგზავრში, თოქ-შოუ ,,დიალოგში“, რომლის მეშვეობითაც ბავშვებმა ფართო საზოგადოებას გააცნეს მათ მიერ განხორციელებული აქტივობები ძალადობის კვირეულის ფარგლებში. აქტივობა განხორციელდა პროექტის ,,ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში,, (ANI) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

29/11/2014

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით კახეთის რეგიონისა და თბილისის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ორდღიანი სემინარი "ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის" გაიმართა. მასწავლებლებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ მიმართეს. ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე პედაგოგებს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ კრისტინა ბალეიშიტემ უამბო. საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე მასწავლებლებს ევროატლანტიკური საბჭოს აღმასრლებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე ესაუბრა. სემინარის ფარგლებში გაიმართა ღია კარის დღე ჩეხეთის საელჩოში, სადაც ჩეხეთის ელჩმა სტუმრებს ჩეხეთის გამოცდილება გაუზიარა.
პროექტის ფარგლებში პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს. შეხვედრაზე არსებულ პრობლემებსა და სასწავლო პროცესში ევროპული სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობებზე გულახდილი საუბარი გაიმართა.

სემინარი ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიება მიზნად საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე პედაგოგების ინფორმირებას და მათ გააქტიურებას ისახავდა. მსგავსი სემინარები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა გურიის, სვანეთისა და იმერეთის რეგიონის პედაგოგებისთვის უკვე გაიმართა.

07/10/2014

კონკურსი უნიკალურ შანსს აძლევს 13-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს გაეცნონ ადამიანის უფლებათა...

24/03/2014

მე-19 მუხლი უზრუნველყოფს და გარანტირებულს ხდის სიტყვის თავისუფლებას. კერძოდ, ამ მუხლის მიხედვით: ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. გამოთქვას და გაავრცელოს თა...

Address

თელავი
თელავი
2200

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ს. კ. posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share