21/02/2014
მოსამზადებელი სასაწავლო ცენტრი “ The Sooner The Better”გთავაზობთ პროექტ “Guidelines to Georgia”-ში ჩართვას.
პროექტის მიზანია სასკოლო ასაკის (10 წლიდან) მსმენელთათვის საქართველოს გეოგრაფიის, ისტორიის, კულტურის სწავლებას ქართულ და ინგლისურ ენებზე; ექსკურსიების დაგეგმვა და მოწყობა თეორიულად შესწავლილი კუთხეების, ისტორიულად და კულტურულად მნიშვნელოვანი ტერიტორიების გაცნობით მიზნით. წარმატებული მოსწავლეები ექსკურსიებზე გიდობას გაუწევენ მოწვეულ სტუმრებს.
ყოველ კვირა დღეს ჩატარდება ჯგუფების გამოკითხვა. წაეკითხებათ საინტერესო ლექციები ქართულ ენაზე. მოსწავლეებს ლექცია–დიალოგს ჩაუტარებთ მოწვეული უცხოელი სპეციალისტი.
წლის ბოლოს, საუკეთესო მსმენელთა შორის მოეწყობა შემაჯამებელი შეჯიბრება და ტესტირება, გამოვლენილი საუკეთესო მოსწავლე, ცენტრის დაფინანსებით გაემგზავრება უცხოეთში ერთ ან ორთვიან სასწავლო კურსებზე.
ნორჩ გიდებად გაწვრთნილ მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩამოაყალიბონ ტურისტული, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია, მოიპოვონ დაფინანსება გრანტების სახით.
სწავლება ხდება თანადაფინანსებით. ძირითად ხარჯებს, მათ შორის ექსკურსიების მგზავრობის თანხებს გაიღებს მოსამზადებელი სასაწავლო ცენტრი “ The Sooner The Better”.
მოსწავლეები გადაიხდიან მინიმალურ თანხას, მხოლოდ 50 ლარს თვეში.
მსურველთა განცახედებების მიღება დაწყებულია.
მისამართი: ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ.(ყოფილი გორკის) N44, I სადარბაზო, ბ.–3.
T: (+995 422) 27 08 77
მობ : 555 47 37 31 – მანანა ხომასურიძე – პროექტის ავტორი
597 40 09 93 – მარიკა ჩხიკვაძე – პროექტის
ხელმძღვანელი
e-mail: [email protected]