ედუტოპია • Edutopia

ედუტოპია • Edutopia Kontaktinformationen, Karte und Wegbeschreibungen, Kontaktformulare, Öffnungszeiten, Dienstleistungen, Bewertungen, Fotos, Videos und Ankündigungen von ედუტოპია • Edutopia, Bildungswebseite, Nordhausen.
(470)

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ედუტოპიაში! ჩვენ მზად ვართ ადრეული განვითარება ბავშვებისთვის საინტერესო მოგზაურობად ვაქციოთ. ამისთვის გთავაზობთ სახალისო აქტივობებს და რესურსებს. შემოგვიერთდით ამ ჯადოსნურ და საგანმანათლებლო თავგადასავალში! "ედუტოპია" წარმოადგენს საგანმანათლებლო ონლაინ გვერდს, რომელიც გთავაზობთ შემეცნებით და სახალისო აქტივობებს ბავშვის ადრეული განათლების და განვითარების მიმართულებით.

ჩვენთან შეხვდებით ონლაინ/ინტერაქტიულ დავალებებს, PDF და ბეჭდურ რესურსებს, ასევე ვიდეო აქტივობებს და სტატიებს.

🌿 საგანმანათლებლო მასალები საბავშვო ბაღებისთვის 🌿ბაღის გარემოს მოსაწყობად და ყოველდღიური სასწავლო პროცესის გასამარტივებლ...
12/09/2026

🌿 საგანმანათლებლო მასალები საბავშვო ბაღებისთვის 🌿

ბაღის გარემოს მოსაწყობად და ყოველდღიური სასწავლო პროცესის გასამარტივებლად შექმნილი პრაქტიკული და გამძლე მასალები 💛

🎈 ჩვენი წესები
7 ბარათი — 14 ლარი
📐 14.8 × 21 სმ
📌 300 გრ. სქელი ქაღალდი + ორმხრივი ლამინირება 125 მკრ. ფირით

🦋 ცენტრები
10 ბარათი — 17 ლარი
📐 14.8 × 21 სმ
📌 300 გრ. სქელი ქაღალდი + ორმხრივი ლამინირება 125 მკრ. ფირით

🌿 დღის რუტინა
20 ბარათი — 27 ლარი
📐 14.8 × 21 სმ
📌 300 გრ. სქელი ქაღალდი + ორმხრივი ლამინირება 125 მკრ. ფირით
✨ ხელმისაწვდომია მცირე ზომაც: 10.5 × 14.8 სმ — 18 ლარი

🙋‍♀️ მისალმების ბარათები
6 ცალი — 9 ლარი
📐 დიამეტრი 14 სმ
📌 300 გრ. სქელი ქაღალდი + ორმხრივი ლამინირება 125 მკრ. ფირით

🏷️ ცენტრების ბეიჯები
48 ცალი — 40 ლარი
📐 დიამეტრი 7 სმ
📌 300 გრ. სქელი ქაღალდი + ორმხრივი ლამინირება 125 მკრ. ფირით

📚 ცენტრების საორიენტაციო რაოდენობები კურიკულუმის მიხედვით:
🎨 ხელოვნება — 6
🖐️ სენსორული — 6
🎲 სამაგიდო — 6
🔎 კვლევა-აღმოჩენის — 6
🧱 კუბურები — 8
🎭 დრამატული — 8
📖 წიგნიერება — 4
🤫 წყნარი სივრცე — 4

😊 ემოციების ბორბალი
📐 დიამეტრი 23 სმ
🔄 მოძრავი ისრით
📌 ორმხრივი ლამინირება
💰 9 ლარი

✨ ჯადოსნური სიტყვების პოსტერი
📐 A3 — 29.7 × 42 სმ
📌 ორმხრივი ლამინირება
💰 9 ლარი

🌤️ ამინდის ბორბალი

📐 დიამეტრი 23 სმ

🔄 მოძრავი ისრით

📌 ორმხრივი ლამინირება

💰 9 ლარი

🐢 კუს ტექნიკა
📐 A3 — 29.7 × 42 სმ
📌 ლამინირებული ვერსია
💰 9 ლარი

📌 მინიშნებების ბარათები
30 ბარათი — 18 ლარი
📐 A7 — 7.4 × 10.5 სმ
📌 300 გრ. ქაღალდი + ორმხრივი ლამინირება

🗓️ ჩემი პირველი კალენდარი
📐 A3 — 29.7 × 42 სმ
📌 300 გრ. ქაღალდი, ორმხრივად ლამინირებული
📌 მოჰყვება ფხრიწები
💰 40 ლარი

🍽️ მენიუს დაფა (ხელმისაწვდომია რამდენიმე ვერსია)
📐 A3 — 29.7 × 42 სმ
📌 300 გრ. ქაღალდი + ორმხრივი ლამინირება
💰 12 ლარი

🏠🏫 ბაღი და სახლი
📐 A3 — 29.7 × 42 სმ
📌 2 დამოუკიდებელი პოსტერი
📌 300 გრ. ქაღალდი + ორმხრივი ლამინირება
📌 მოჰყვება შესაბამისი რაოდენობის ფხრიწები
💰 30 ლარი
✨ ხელმისაწვდომია დიდი და მცირე ჯგუფებისთვის

📚 საგანმანათლებლო პოსტერები
📐 A3 — 29.7 × 42 სმ
📌 300 გრ. ქაღალდი + ორმხრივი ლამინირება
💰 1 ცალი — 10 ლარი
💛 5 და მეტი პოსტერის შეძენისას — 8 ლარი/ცალი

🌸 სეზონები და თვეები
📐 A3 — 29.7 × 42 სმ
📌 300 გრ. ქაღალდი + ორმხრივი ლამინირება
💰 15 ლარი

✨ გამძლე, პრაქტიკული და ყოველდღიურ გამოყენებაზე გათვლილი მასალები, რომლებიც ბაღის გარემოს უფრო ორგანიზებულსა და ბავშვებისთვის საინტერესო სივრცედ აქცევს.

📩 შეკვეთისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

09/09/2026

📦 ყველა ამანათი უკვე გავაგზავნეთ! 🤍

✨ მარაგები შეზღუდული რაოდენობით დაგვრჩა.

💌 ყველა შეტყობინებას აუცილებლად ვუპასუხებ.

მადლობა მოთმინებისა და ნდობისთვის! 🫶🏻

🎒 როგორ მოვამზადოთ ბავშვი ახალი სასწავლო წლისთვის?სასწავლო წლის დაწყება მხოლოდ ახალი ჩანთისა და წიგნების მომზადებას არ ნ...
07/09/2026

🎒 როგორ მოვამზადოთ ბავშვი ახალი სასწავლო წლისთვის?

სასწავლო წლის დაწყება მხოლოდ ახალი ჩანთისა და წიგნების მომზადებას არ ნიშნავს. 🎒📚

ახალი გარემო, მასწავლებელი, თანაკლასელები და ყოველდღიური რეჟიმი ბავშვისთვის შესაძლოა ერთდროულად საინტერესო და ცოტათი შემაშფოთებელიც იყოს.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მნიშვნელოვანია:

🤍 ვისაუბროთ მოლოდინებზე — რას ელოდება ბავშვი ახალი წლისგან და რა აინტერესებს;

🗣️ მოვუსმინოთ მის ემოციებს — სიხარულსაც და შფოთვასაც;

⏰ ნელ-ნელა დავუბრუნდეთ ყოველდღიურ რეჟიმს — ძილისა და გაღვიძების საათებს;

🎒 ერთად მოვემზადოთ — ჩანთა, სასკოლო ნივთები და სხვა საჭიროებები ერთად შეარჩიეთ;

🌿 არ დავივიწყოთ მხარდაჭერა — შევახსენოთ ბავშვს, რომ ახალი გამოცდილების დროს შეცდომებიც სრულიად ბუნებრივია.

მთავარი გზავნილი:

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბავშვი სასწავლო წელს არა შიშით, არამედ მხარდაჭერისა და უსაფრთხოების განცდით შეხვდეს. 🤍

☀️📚 ზაფხულის არდადეგების შემაჯამებელი რესურსი კლასის წინ
06/09/2026

☀️📚 ზაფხულის არდადეგების შემაჯამებელი რესურსი

კლასის წინ

განსაკუთრებული სიხარულით გიზიარებთ ჩემი დის ახალ წამოწყებას ❤️📚როდესაც ადამიანს გულით უყვარს თავისი საქმე და სჯერა, რომ ...
05/09/2026

განსაკუთრებული სიხარულით გიზიარებთ ჩემი დის ახალ წამოწყებას ❤️📚

როდესაც ადამიანს გულით უყვარს თავისი საქმე და სჯერა, რომ ბავშვების განვითარებაში პატარა ნაბიჯსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორედ მაშინ იბადება ასეთი ლამაზი იდეები. ✨

„კლასის წინ“ არის სივრცე, რომელიც ბავშვების განვითარებაზე, განათლებაზე, მშობლებისა და პედაგოგების მხარდაჭერასა და სასარგებლო ცოდნის გაზიარებაზე იქნება ორიენტირებული. 📚✏️

მჯერა, რომ ამ გზაზე ძალიან ბევრ საინტერესო, საჭირო და გულით გაკეთებულ საქმეს ვიხილავთ. ❤️

გულით ვუსურვებ წარმატებას ჩემს დას ამ ახალ და მნიშვნელოვან გზაზე! 🫶
❤️📚✨

გთხოვთ, გამოიწეროთ და მხარი დაუჭიროთ მის ახალ წამოწყებას 🙏❤️

კლასის წინ — საგანმანათლებლო სივრცე I–IV კლასის მასწავლებლებისა და მშობლებისთვის. 📚
პრაქტიკული, საინტერესო და მზა რესურსები სწავლებისა და სწავლის გასამარტივებლად.

03/09/2026

თამაში, მოძრაობა და განვითარება — ყველაფერი ერთად! 💛👣🎈

ეს მარტივი და სახალისო აქტივობა ხელს უწყობს:
✨ ფეხის კუნთების გააქტიურებას;
✨ მოძრაობის კოორდინაციის განვითარებას;
✨ სხეულის კონტროლისა და ბალანსის გაუმჯობესებას;
✨ აქტიურ და პოზიტიურ განწყობას.

30/08/2026

🎒 სკოლისთვის მზადება იწყება თამაშით! 💛

თუ გსურთ, რომ თქვენი პატარა სკოლას თავდაჯერებული, მშვიდი და მომზადებული შეხვდეს, ეს რესურსი სწორედ თქვენთვისაა. 🌿

📚 „სასკოლო მზაობის აქტივობების კრებული“ აერთიანებს 70 გვერდს მრავალფეროვანი, საინტერესო და პრაქტიკული დავალებებით, რომლებიც ბავშვს სკოლისთვის საჭირო უნარების განვითარებაში დაეხმარება.

✨ რას იპოვით კრებულში?

✔️ წერისთვის მოსამზადებელი სავარჯიშოები
✔️ ლოგიკური და სააზროვნო დავალებები
✔️ ყურადღებისა და კონცენტრაციის აქტივობები
✔️ შედარება, დაჯგუფება და კლასიფიკაცია
✔️ ანბანისა და რიცხვების ელემენტები
✔️ ვიზუალური აღქმისა და სივრცითი ორიენტაციის სავარჯიშოები

💚 ვისთვის არის განკუთვნილი?

👧👦 5–6 წლის ბავშვებისთვის
🏡 მშობლებისთვის, რომლებიც სახლში ამზადებენ პატარას სკოლისთვის
🍎 საბავშვო ბაღის აღმზრდელებისთვის
🏫 მოსამზადებელი ჯგუფებისთვის

📄 ფორმატი: PDF (შეგიძლიათ ამობეჭდოთ მრავალჯერ)
💰 ფასი: 10 ლარი

🌟 ეს არ არის უბრალოდ სამუშაო ფურცლები — ეს არის სისტემურად შედგენილი რესურსი, რომელიც ეტაპობრივად ავითარებს იმ უნარებს, რომლებიც ბავშვს სკოლაში წარმატებული დასაწყისისთვის სჭირდება.

📩 შეკვეთისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

💾 შეინახეთ ეს პოსტი, თუ თქვენი პატარა სკოლაში მიდის და გაუზიარეთ სხვა მშობლებსაც, ვისაც ეს რესურსი გამოადგება.

🕊️ რელიგიური დღესასწაულები ბავშვებთან ერთად — რა გავითვალისწინოთ?რელიგიური დღესასწაულები ბავშვებისთვის მხოლოდ ტრადიციები...
28/08/2026

🕊️ რელიგიური დღესასწაულები ბავშვებთან ერთად — რა გავითვალისწინოთ?

რელიგიური დღესასწაულები ბავშვებისთვის მხოლოდ ტრადიციების გაცნობა არ არის — ეს შეიძლება იყოს შესაძლებლობა, მათთან ერთად ვისაუბროთ ოჯახურ ღირებულებებზე, სიკეთეზე, თანაგრძნობასა და ერთმანეთის პატივისცემაზე. 🤍

👧🏻👦🏻 ბავშვებთან საუბრისას მნიშვნელოვანია:

✨ ავუხსნათ დღესასწაულის მნიშვნელობა მათი ასაკისთვის გასაგები, მარტივი სიტყვებით;
✨ არ გადავტვირთოთ რთული რელიგიური ტერმინებითა და ხანგრძლივი განმარტებებით;
✨ მივცეთ საშუალება, დასვან კითხვები და თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი;
✨ დღესასწაული დავუკავშიროთ სიკეთეს, სიყვარულს, გაზიარებასა და ოჯახთან ერთად ყოფნას;
✨ გავითვალისწინოთ, რომ ყველა ოჯახს შეიძლება განსხვავებული ტრადიცია და გამოცდილება ჰქონდეს;
✨ არ დავაძალოთ ბავშვს რიტუალში მონაწილეობა — შევთავაზოთ, ავუხსნათ და მისი ინტერესის შესაბამისად ჩავრთოთ. 🌿

როდესაც ბავშვებს ტრადიციებს მშვიდად, ასაკის შესაბამისი ენით და პატივისცემით ვაცნობთ, დღესასწაული მათთვის უფრო გასაგები, მნიშვნელოვანი და სასიამოვნო გამოცდილება ხდება. 🤍

მთავარია, ბავშვმა დღესასწაულში მხოლოდ წესები კი არა, მისი მთავარი ღირებულებებიც დაინახოს — სიკეთე, სიყვარული და ერთმანეთზე ზრუნვა. 🕊️✨

25/08/2026

შეაერთე წყვილები — მარტივი აქტივობა მნიშვნელოვანი უნარებისთვის!

ამ აქტივობის დროს ბავშვი ავითარებს:
✨ ყურადღების კონცენტრაციას
👀 ვიზუალურ აღქმასა და განსხვავებების შემჩნევას
🧠 ლოგიკურ აზროვნებას
✋ თვალისა და ხელის კოორდინაციას
🎯 დავალებაზე მიზანმიმართულად მუშაობის უნარს

ზოგჯერ ყველაზე მარტივი თამაშები ყველაზე საინტერესოა. 💛

#ედუტოპია #დღისაქტივობა #საბავშვოაქტივობა #ბავშვისგანვითარება #სკოლამდელიაღზრდა

რომელი ვერსია მოგწონთ უფრო მეტად? 🤍📸 1. მინიმალისტური ჩარჩო📸 2. ფერადი ჩარჩოორივე ვერსიაში გამოყენებულია რეალური ფოტო — ...
25/08/2026

რომელი ვერსია მოგწონთ უფრო მეტად? 🤍

📸 1. მინიმალისტური ჩარჩო
📸 2. ფერადი ჩარჩო

ორივე ვერსიაში გამოყენებულია რეალური ფოტო — განსხვავება მხოლოდ ჩარჩოს დიზაინშია. ✨

რომელს აირჩევდით თქვენ? 👇
დაგვეწერეთ კომენტარებში — თქვენი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 🥰🌿

Adresse

Nordhausen

Öffnungszeiten

Montag 10:30 - 17:30
Dienstag 10:30 - 17:30
Mittwoch 10:30 - 17:30
Donnerstag 10:30 - 17:30
Freitag 10:30 - 17:30

Telefon

+995595453122

Benachrichtigungen

Lassen Sie sich von uns eine E-Mail senden und seien Sie der erste der Neuigkeiten und Aktionen von ედუტოპია • Edutopia erfährt. Ihre E-Mail-Adresse wird nicht für andere Zwecke verwendet und Sie können sich jederzeit abmelden.

Die Schule/Universität Kontaktieren

Nachricht an ედუტოპია • Edutopia senden:

Verknüpfungen

Teilen

Kategorie